png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიოს სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 31.07.2016
  • 18:54
 დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიოს სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  დიმიტრი ქუმსიშვილი,  მსოფლიოს სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. იტალიური, არაბული,  ჩინური,  აზერბაიჯანული, უკრაინული და სხვა ქვეყნების წამყვანი გამოცემებისა და ტელევიზიების ჟურნალისტები, საქართველოში სასტუმრო  ,,ბილტმორ თბილისის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიის გასაშუქებლად  ჩამოვიდნენ.

შეხვედრაზე, პირველმა ვიცე-პრემიერმა, მსოფლიო მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. მინისტრმა, ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე მსხვილი  საინვესტიციო პროექტები  და ქვეყნის  ტურისტული პოტენციალი გააცნო.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ინტერვიუ მისცა ცნობილ  იტალიურ მედია ჰოლდინგის ,,ლა სტამპას“ რეპორტიორს.   ჟურნალისტთან,  ლუჩია სგუელიასთან მინისტრმა მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, გაზრდილ  ტურისტულ ნაკადებზე  და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე ისაუბრა. 

მინსტრთან სტუმრად მყოფმა ჟურნალისტებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს და საქართველოს კულტურისა და  ისტორიის შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საღამოს, საქართველოში სტუმრად მყოფი ჟურნალისტები სასტუმრო  ,,ბილტმორ თბილისის“  გახსნის გალა ღონისძიებას დაესწრებიან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge