png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი სახელოვნებო აკადემიური პროგრამების შედეგები ცნობილია

  • საზოგადოება
  • 28.07.2016
  • 13:37
განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი  სახელოვნებო აკადემიური პროგრამების შედეგები ცნობილია

ახალი სახელოვნებო პროგრამა განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით გამოაცხადა. 2016-2017 სასწავლო წლისთვის სახელოვნებო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს
განაცხადების წარმოდგენა   - 2016 წლის  1 ივნისიდან - 2016 წლის  30 ივნისის  ჩათვლით შეეძლოთ.

2016-2017 სასწავლო წლისათვის ამ სასტიპენდიო პროგრამის  ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი მიმართულება/ დარგი/სპეციალობა:

  • ხელოვნება;
  • რესტავრაცია/კონსერვაცია.

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ხელოვნების მიმართულებისა და რესტავრაცია/კონსერვაციის დარგის/სპეციალობის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას.

აპლიკანტებმა სამეტაპიანი კონკურსი გაიარეს  და უცხოეთში სასწავლებლად სახელმწიფოს დაფინანსება მოიპოვეს. დაფინანსება გულისხმობს სრულ და ნაწილობრივ გრანტს სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფინანსებლად.  საქართველოს 7 მოქალაქე სწავლას სახელოვნებო სამაგისტრო პროგრამებზე საზღვარგარეთ განაგრძობს. დაფინანსებული პირები იღებენ ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინონ შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაქმდნენ საქართველოში სამი წლის განმავლობაში შესაბამის სფეროში.

აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელოვნებო საკონკურსო კომისიამ მიიღო. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებდნენ. განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონკურსო კომისია 5 წევრისგან შედგება, კომისია შედგება სახელმწიფო უწყებებისა და სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების  წარმომადგენლებისგან.

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისათვის უცხოეთის უნივერსიტეტში, ხელოვნების მიმართულებისა და რესტავრაცია/კონსერვაციის დარგის/სპეციალობის  სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა და  2014-16 წლებში  270-მდე სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის.  მათმა  ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა,  დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში  განაგრძობს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge