png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიებული იქნება როგორც პროცედურული, ასევე ამ საქმეების პოლიტიკური შინაარსი

  • პოლიტიკა
  • 26.07.2016
  • 16:04
პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიებული იქნება როგორც პროცედურული, ასევე ამ საქმეების პოლიტიკური შინაარსი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადებამ მაღალი ინტერესი გამოიწვია.

„გუშინ პრეზიდენტი შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელმაც პრეზიდენტს მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები მოახსენა. ამასათანავე, გიორგი პაპუაშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ ეს არ იყო ზეწოლის პირველი შემთხვევა და მსგავს ფაქტს ადგილი წარსულშიც ჰქონდა.

რაც ყველას კარგად გახსოვთ და რომლის შესახებაც თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ თავის დროზე ღია ეთერშიც და ისეც, მან კონკრეტული თანამდებობის პირებიც დაასახელა. არც ძველ და არც ახალ, არცერთ ამ საქმეზე პროკურატურას რეაგირება არ მოუხდენია.

პრეზიდენტის აზრით, როდესაც ეს ყველაფერი დღეს და გუშინ არ დაწყებულა, როდესაც შესაბამისი ინსტიტუტები ადეკვატურ რეაგირებას არ და ვერ ახერხებენ, როდესაც არ არის არცერთი საქმე გამოძიებული, როდესაც ვისმენთ, რომ თურმე საპროცესო გარიგეგებები ფორმდება პირებთან,  ვინც წლების განმავლობაში ფარული მიყურადებითა და პირადი ცხოვრების კადრების გადაღებით იყვნენ დაკავებული, ეს ყველაფერი აჩენს უნდობლობას სამართალდამცავი სტურქტურების მიმართ, აცხადებს ეკა მიშველაძე.

ის ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტის აზრით, უმაღლესი ხელისუფალის მითითება არ უნდა იყოს საჭირო პროკურატურისთვის, რომ მსგავს ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება. დიახ, ხდება ინსტიტუციების დისკრედიტაცია და უმოქმედობაა სწორედ დისკრედიტაცია.

„ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც ამ დრომდე კორცხელის ინციდენტის გამოუძიებლობა. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვნახეთ ამ ინციდენტში მონაწილეებისადმი სათანადო სამართლებრივი რეაგირება.

მეტიც, ეს ადამიანები პარტიულ თავყრილობაზე ვიცეპრემიერ კალაძის გვერდით ისევ გამოჩნდნენ. რაზეც „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ისინი არიან და იქნებიან მის გვერდით ყველგან. 

პრეზიდენტი მიიჩნევს და ამის თაობაზე ჩვენ არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, რომ ჯანსაღი წინასაარჩევნო პროცესისთვის  აუცილებელია კორცხელის ინციდენტზე სწორი სამართლებრივი რეაგირება.

პრეზიდენტის აზრით,  უნდა გაეცეს პასუხი კითხვას: რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსს, სწორედ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც ვიცეპრემიერი ღია ეთერებში აკეთებს.

სწორედ, ასეთი ტენდენციების გაღრმავების გამო გახდა საჭირო პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.

პრეზიდენტმა მისი ოჯახის წევრთან დაკავშირებული ინციდენტის თაობაზე, ჯერ კიდევ 10 დღის წინ, იმიტომ კი არ ჩააყენა პრემიერი და შსს მინისტრი საქმის კურსში, რომ დახმარებას ითხოვდა ამ კონკრეტულ საქმეში, არამედ, იმისთვის, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრემიერის გუნდში, მისი გვერდის ავლით, გარკვეული ძალები პოლიტიკური პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ. 

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებებზე არაეთიკურ რეაგირებას და ბრალდებებს: პოლიტიკური ბრალდებები და გიორგი მარგველაშვილის დადანაშაულება ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსის თაობაზე, პირველი შემთხვევა არ არის.

ეს ჩვენ დიდი ხანია აღარ გვიკვირს.  პრეზიდენტის პოლიტიკური აქტივობებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან მუდამ ისმის ბრალდებები იმაზე, რომ გიორგი მარგველაშვილი ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან გარიგებაშია.

თქვენ, ყველას ძალიან კარგად გახსოვთ რა ხდებოდა თუნდაც ბოლო თვენახევრის განმავლობაში: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებების დროს პრეზიდენტი „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში დაადანაშაულეს.

გიგი წერეთლის მხარდაჭერისთვის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობაზე, მას ბრალი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში დასდეს. საქმე უფრო შორს წავიდა მაშინ, როდესაც თურმე პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, აჭარაში მთავრობა უკანონოდ გადააყენა.

ახლა კი, პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დაცვა, კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერად მოინათლა. ყველაფერი კი ბევრად მარტივია- პრეზიდენტი არის ინსტიტუციების დამცველი.

პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუმცა ასახსნელია პრეზიდენტის ოჯახის წევრის მიმართ სამართლებრივი მოქმედების დროს განსაკუთრებული პოლიტიკური დაინტერესება.

პრეზიდენტი ადეკვატურად მიიჩნევს ამ საქმეებზე პროკურატურის მიერ გამოძების დაწყებას და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიებული იქნება როგორც პროცედურული, ასევე ამ საქმეების პოლიტიკური შინაარსი“, განაცხადა ეკა მიშველაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge