png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თხილის ხარისხისა და მოსავლიანობის გაზრდის მიზნით კვლევები ტარდება

  • პოლიტიკა
  • 26.07.2016
  • 15:19
თხილის ხარისხისა და მოსავლიანობის გაზრდის მიზნით კვლევები ტარდება

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ხელმძღვანელთან, ზაურ ჩანქსელიანთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის  „დარჩელის თხილი“ წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე კოოპერატივის წევრებს სახელმწიფო პროგრამის „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და ნიადაგის დაცვისა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლების საკითხების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის მიერ კოოპერატივის „დარჩელის თხილი“  კუთვნილ  600 ჰა მიწაზე გაშენებულ თხილის პლანტაციებში  ნიადაგის აგროქიმიური კვლევა ჩატარდა. კვლევების საფუძველზე ადგილობრივი ფერმერებისთვის შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას და შედეგად, კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი პროდუქტის  მიღებას  შეუწყობს  ხელს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუდმივად განხორციელდება ნიადაგის აგროქიმიური კვლევა და ფერმერთათვის მიზნობრივი რეკომენდაციების მომზადება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „დარჩელის თხილი“ 2015 წელს, სახელმწიფო პროგრამის „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭრის გზით“ ფარგლებში შეიქმნა და დღეისთვის 599 ფერმერს აერთიანებს.

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge