png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სამუშაოები დასრულდა

  • პოლიტიკა
  • 26.07.2016
  • 14:17
პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სამუშაოები დასრულდა

თბილისის მერი დავით ნარმანია კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან და  სამგორის რაიონის გამგებელთან, გიორგი ბაგრატიონთან ერთად პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების დასრულებულ პროექტს გაეცნო.  

3 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, განხორციელდა ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი და დაიგო ახალი ორფენიანი საფარი. პროექტის მიხედვით, გზის პარალელურად, მოეწყო  კიუეტები (ახალი სანიაღვრე სისტემა).

„ეს გზა  კაპიტალურად გაკეთდა. მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგვეწყო. ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია. წლების განმავლობაში, აქ მოძრაობა ძალიან უჭირდათ ადგილობრივებს,  ვერ გადაადგილდებოდა მუნიციპალური ტრანსპორტი. მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა მოვაგვარეთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. სამუშაოებს შ.პ.ს „ენკო“ ასრულებდა.

თბილისის მერთან ერთად, პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელ გზაზე, ასევე, იმყოფებოდა  ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge