png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

პეტრიაშვილი: ჩემი და ჩემი მეუღლის შემთხვევაში პროკურატურამ ჩაატარა გამოკითხვა

  • პოლიტიკა
  • 26.07.2016
  • 13:35
პეტრიაშვილი: ჩემი და ჩემი მეუღლის შემთხვევაში პროკურატურამ ჩაატარა გამოკითხვა

„კონკრეტულად ჩემი და ჩემი მეუღლის შემთხვევასთან მიმართებაში პროკურატურამ ჩაატარა გამოკითხვა, ალბათ, კონკრეტული ადამიანები დაიკითხნენ და ამის იქით საქმე არ წასულა. რეალურად როდესაც ქვეყანაში ხდება ორი ადამიანის ვაიბერ-მიმოწერის გაშიფვრა, ორი ადამიანის კომუნიკაციის ხელში ჩაგდება მესამე პირის მიერ, ამაზე გამოძიებას ძალიან სწრაფი რეაგირება სჭირდება, რაც, სამწუხაროდ, არ მინახავს“,- განაცხადა „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა.

ეს განცხადება ალექსი პეტრიაშვილმა თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის შეფასების საპასუხოდ გააკეთა, რომლის თქმითაც, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაკავებულ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება წარმოუდგენელია.

ალექსი პეტრიაშვილის ამბობს, რომ  სხვა მოქალაქეების მსგავსად, თინა ხიდაშელის განცხადებაშიც მაღალი ინტერესი არსებობს და საჭიროა დროული პასუხები იყოს გაცემული პროკურატურის მხრიდან, რატომ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რა ეფექტის მომტანია გამოძიებისთვის, რის საფუძველზეც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. პეტრიაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იმთავითვე არსებობდა, რადგან პირველად დააკავეს სრულიად გაუგებარი ჯგუფი, რომელსაც ამ საქმესთან, ალბათ, შეხებაც არ ჰქონდა, შემდეგ სხვა ჯგუფი დააკავეს  და ახლა ვიგებთ, რომ უკვე საპროცესო შეთანხმებით ხდება ადამიანების გათავისუფლება.

„საპროცესო შეთანხმების გაფორმება ხდება მაშინ, როდესაც პირი თანამშრომლობს გამოძიებასთან, აწვდის ინფორმაციას და იმხელა სარგებელი მოაქვს გამოძიებისთვის, რომ უფრო დიდი დანაშაულის, ან მისი ჩამდენის გამოვლინება ხდება. ზოგადად, გამოძიება ფარულ ჩანაწერებზე, ვიდეოს ატვირთვაზე, თვალთვალზე, უკანონო მოსმენებზე, ბუნდოვანებით არის მოცული“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge