png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ავლაბრისა და მახათას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა

  • საზოგადოება
  • 25.07.2016
  • 14:32
ავლაბრისა და მახათას დამაკავშირებელი  გზის მშენებლობა დასრულდა

სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა. ორკილომეტრიანი გზა, თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას დასახლებასთან დააკავშირებს, რაც მოძრაობის განტვირთვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.      

ავლაბრისა და მახათას დამაკავშირებელ  გზაზე თბილისის მერი დავით ნარმანია,  თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე იმყოფებოდნენ. დავით ნარმანია შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.  დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული გზის გაკეთება წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც შესრულდა.

„ეს არის სტრატეგიულად   მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, რომელიც  ორ უბანს, ავლაბარსა და მახათას  ერთმანეთთან აკავშირებს. აქ გზა არასდროს ყოფილა და შესაბამისად ნულიდან მოხდა მისი მოწყობა. სამებისა და მახათას ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზის გაკეთება იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ქალაქის ეს ნაწილი  საგრძნობლად ვითარდება, ხალხი გადმოდის საცხოვრებლად და შესაბამისად აუცილებელია მათთვის კომფორტის შექმნა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

აღნიშნულ გზაზე დაიგო ასფალტის საფარი, დამონტაჟდა კიუეტები, ასევე მოეწყო ტროტუარები. მიმდინარე ტერიტორიაზე სავალი გზა არასდროს ყოფილა.  სამუშაოები ნულიდან დაიწყო და კაპიტალურად მოეწყო.

გზის კაპიტალური მშენებლობის სამუშაოებს შ.პ.ს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებდა.

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge