png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სახალხო დამცველის შეფასებით, სტუ-მ რექტორის არჩევის წესი დაარღვია

  • საზოგადოება
  • 21.07.2016
  • 14:01
სახალხო დამცველის შეფასებით, სტუ-მ რექტორის არჩევის წესი დაარღვია

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის არჩევის წესის დარღვევასთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას. რეკომენდაციის მიხედვით, სამინისტრომ კანონდარღვევით ჩატარებული არჩევნების შედეგების აღმოსაფხვრელად და ახალი არჩევნების კანონიერად ჩატარების უზრუნველსაყოფად, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს, ხოლო კომისიამ – ბათილად ცნოს  რექტორობის კანდიდატად არჩილ ფრანგიშვილის რეგისტრაცია და მისი თანმდევი არჩევნების შედეგები.

2016 წლის 18 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული არჩევნების შედეგად, უნივერსიტეტის რექტორად ზედიზედ მესამედ აირჩა არჩილ ფრანგიშვილი. მანამდე ის 2009 და 2012 წლებში იყო არჩეული, ხოლო 2008–2009 წლებში რექტორის მოვალეობას ასრულებდა. არჩილ ფრანგიშვილის მესამე ვადით არჩევით დაირღვა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც კრძალავს რექტორის ზედიზედ ორზე მეტი ვადით არჩევას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული არჩევნების კანონიერება, თუმცა დარღვევა არ დაადგინა. სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ კანონის საწინააღმდეგოდ, უნივერსიტეტის წესდებით კანონით დადგენილი შეზღუდვების ამოქმედება დროში გადავადდა და 2012 წლის რექტორის არჩევნებიდან დაიწყო მისი უფლებამოსილების ვადის ათვლა. ამგვარად, უგულებელყოფილ იქნა არჩილ ფრანგიშვილის 2008 წელს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისა და 2009 წელს მისი რექტორად არჩევის ფაქტები.

ამასთან, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, ა.ფრანგიშვილი   აკმაყოფილებდა კანონით რექტორობის კანდიდატისთვის დადგენილ მოთხოვნას, რაც ახსნილია უნივერსიტეტის იურიდიული ფორმის ცვლილებით. კერძოდ, საუბარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფორმის ცვლილებებზე  2011 და 2013 წლებში. თუმცა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვა რექტორის ორ უფლებამოსილებაზე მეტი ვადით არჩევის შესახებ მოქმედებდა უნივერსიტეტის სამართლებრივი ფორმის ყველა ცვლილების დროს. შესაბამისად, შიდა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს კანონის მიერ რექტორის უფლებამოსილების ვადის შეზღუდვის მიზანი, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს უნივერსიტეტის ავტონომიურობიდან და ემსახურებოდეს ერთი პირის მიერ უნივერსიტეტის განუსაზღვრელი ვადით მართვისაგან თავის არიდებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ არჩილ ფრანგიშვილის რექტორობის კანდიდატად რეგისტრაციით, ასევე დაარღვია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის აღნიშნული ნორმები, რამაც შემდეგში გავლენა იქონია ზოგადად არჩევნების შედეგებზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge