png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

რომში მსოფლიო ტყის კვირეული მიმდინარეობს

  • საზოგადოება
  • 20.07.2016
  • 14:45
რომში მსოფლიო ტყის კვირეული მიმდინარეობს

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში ქალაქ რომში იმყოფება, სადაც გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში  ტყის კომიტეტის (COFO) რიგით 23-ე სესია და მე-5 მსოფლიო ტყის კვირეული მიმდინარეობს.

სესიის ფარგლებში განიხილეს ტყეების როლი მთავარი გლობალური გადაწყვეტილებების განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით 2030 დღის წესრიგისა და პარიზის შეთანხმების კუთხით.

წელს საქართველო პირველად გახდა კომიტეტის წევრი ქვეყანა, რაც  უზრუნველყოფს საქართველოსთვისხმის უფლებას და შესაძლებლობას წინადადებების შემუშავებასა და წარმოდგენას სტრატეგიული განვითარებისა და  კომიტეტის სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში. ასევე, საქართველოს მხარეს მიეცემა საშუალება კომიტეტის ფარგლებში წარმოადგინიოს ქვეყნის სატყეო სექტორის დეტალური პრობლემატიკა და მდგომარეობა. 

ტყის კომიტეტი (COFO) წარმოადგენს გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კანონის საფუძველზე შექმნილ უმაღლეს ორგანოს სატყეო სექტორში. COFO შეიქმნა 1971 წელს და მოიცავს 139 ქვეყანას. კომიტეტის შეხვედრები იმართება ორ წელიწადში ერთხელ FAO-ს სათაო ოფისში, რომში და აერთიანებს სატყეო სამსახურების უფროსებს და სხვა სამთავრობო წარმომადგელებს. შეხვედრების მიზანია განვითარებადი პოლიტიკისა და ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირება და გადაწყვეტილებების მიღება, ასევე FAO-სთვის და სხვა შესაბამისი ორგნიზაციებისათვის ქმედებების განსახორციელებლად რეკომენდაციების შემუშავება და წარმოდგენა. COFO-ს შეხვედრებზე მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ტყის კომიტეტში მონაწილეობა შეუძლია FAO-ს წევრ ყველა ქვეყანას. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge