png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

განათლების საერთაშორისო ცენტრის 2016-2017 აკადემიური წლის სასტიპენდიო კონკურსის შედეგები ცნობილია

  • საზოგადოება
  • 15.07.2016
  • 16:17
 განათლების საერთაშორისო ცენტრის 2016-2017 აკადემიური წლის სასტიპენდიო კონკურსის შედეგები ცნობილია

განათლების საერთაშორისო ცენტრში  2016-17 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის  მსურველთა   შერჩევა დასრულდა.  წელს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში სწავლას დაფინანსებულები 110 ახალგაზრდა გააგრძელებს. წარმატებულ აპლიკანტებს ნაწილობრივ ან სრულად დაუფინანსდებათ უცხოეთში სწავლისა და/ან საცხოვრებელ ხარჯები. საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულები, კი მათ მიერ შერჩეულ გადამზადების პროგრამებზე დაფინანსდებიან.

გამარჯვებულები ქვეყნისთვის პრიორიტეტული შემდეგი პროგრამული მიმართულებების/სპეციალობების გათვალისწინებით შეირჩნენ: აგრარული მეცნიერებანი,  განათლება, ინჟინერია, მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი,  სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებანი,  სამართალი, არქიტექტურა, საჯარო მმართველობა, მენეჯმენტი.

110  საქართველოს მოქალაქე   ბრიტანეთი, აშშ-ს,  შვედეთის,  გერმანიის, იტალიის,  ჩეხეთის,  შვეიცარიის, უნგრეთის,  ესტონეთის,  ნიდერლანდების, იაპონიის უნივერსიტეტებში მიიღებს სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხს. სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მიღებულ ცოდნას ქვეყნის განვითარებას მოახმარენ.

დაფინანსების მოპოვების მსურველებს ელექტრონული აპლიკაციის შევსება 1 თვის მანძილზე შეეძლოთ.  კონკურსანტებმა, რამდენიმე საკონკურსო ეტაპი გაიარეს. აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონკურსო კომისიამ მიიღო. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებდნენ. განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონკურსო  კომისია 9  წევრისგან შედგება, კომისია დაკომპლექტებულია სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

 განათლების საერთაშორისო ცენტრი  დაარსდა 2014 წელს. ცენტრის მისიაა წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებაში, საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების გზით.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014 წლიდან დღემდე 270 - მდე  სასწავლო სტიპენდია გასცა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge