png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი ფილიალი გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 15.07.2016
  • 15:29
თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი ფილიალი გაიხსნა

თბილისის მერი დავით ნარმანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის  მე-14 რაიონული  ფილიალის გახსნას ცენტრის დირექტორ გიორგი ბუთხუზთან ერთად დაესწრო. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი რაიონული სამსახური ვარკეთილი-3-ის მეოთხე  მიკრორაიონისა და თბილისის ზღვასთან მდებარე „ჰუალინგის“  ცენტრს შორის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.  ფილიალის გახსნას ასევე  ესწრებოდნენ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე.

თბილისის მერის თქმით,  ახალი რაიონული ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანია აღნიშნულ უბანში მოსახლეობის მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით.  „გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქის ეს უბანი იზრდება და ფართოვდება, მოსახლეობის რაოდენობა კი ყოველდღიურად მატულობს,  მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა ახალი ფილიალი, რათა უბანი სრულად მოგვეცვა.  ახალი ფილიალი  მოგვცემს  შესაძლებლობას,  სამედიცინო დახმარების ბრიგადები უფრო ოპერატიულად მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე და ინტენსიურად მოემსახურონ სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეებს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 ახალ რაიონულ სამსახურს  ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი სამი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ეყოლება.  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი ფილიალის ბრიგადები ვარკეთილის მეურნეობისა  და „ჰუალინგის“ რაიონების მოსახლეობას  სრულად,  ასევე,  ვარკეთილისა და ვაზისუბნის დასახლებების ნაწილს  მოემსახურებიან.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge