png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

„საქართველოს ბანკმა“ Business Georgia-სთან ერთად, საქართველოში პირველ მედია ფორუმს უმასპინძლა

  • ეკონომიკა
  • 14.07.2016
  • 17:35
„საქართველოს ბანკმა“ Business Georgia-სთან  ერთად,  საქართველოში პირველ  მედია ფორუმს უმასპინძლა

„საქართველოს ბანკმა“ Business Georgia-სთან ერთად საქართველოში პირველ  მედია ფორუმს „მედია ინდუსტრია 2016“-ს უმასპინძლა.

"საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ ფორუმის გახსნამდე ჟურნალისტებთან მედიასა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მედიასა და ბიზნესის თანამშრომლობა ორივე სფეროს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია.

"მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ პირველ მედია ფორუმს. ეს არის პლატფორმა, სადაც ბიზნესს და მედიას აქვს საშუალება, მოუსმინონ ერთმანეთს. პირველად არის შესაძლებლობა, როდესაც მედიას, ტექნიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საშუალება აქვს, ძალიან მოკლე დროში, ძალიან დიდ მასას მიაწოდოს ინფორმაცია. ბიზნეს აქვს იდეები, რომ თავიანთი გეგმების შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა ძალიან მალე გაიგოს. ამ სამყაროში, წარმოუდგენელია ბიზნესის წარმატება მედიის გარეშე და პირიქით, ეს არის ორი უაღრესად გადაჯაჭვული სექტორი. ერთმანეთის საჭიროების გაგება აუცილებელია, რომ ორივე სფერო იყოს წარმატებული", - განაცხადა  "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ.

თავის მხრივ ფორუმი მედია ინდუსტრიის თემაზე  წარმოადგენს პლატფორმას ქართველი და უცხოელი მედია და ბიზნეს ლიდერებისათვის, სადაც ისინი განიხილავენ როგორც ქვეყანაში მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ასევე საერთო ბენეფიტებს მედიასა და ბიზნეს შორის.

ფორუმის მიზანი კი იყო წარმოაჩინოს განსხვავებული იდეები და ხაზი გაუსვას საქართველოში მედია ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელობას. შეხვედრაზე პანელურ ფორმატში განიხილეს ბიზნესის წარმომადგენლებსა და მედია ინდუსტრიას შორის წარმატებული თანამშრომლობის შესაძლებლობები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge