png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

"ისლამურმა სახელმწიფომ" თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება დაადასტურა

  • საზოგადოება
  • 14.07.2016
  • 09:49
"ისლამურმა სახელმწიფომ" თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება დაადასტურა

ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" თავისი საველე მეთაურის, პანკისელი თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება დაადასტურა. როგორც ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული სააგენტო Amaq-ი იტყობინება, ბათირაშვილი ერაყში, მოსულიდან სამხრეთით, ქალაქ შირკატთან მოკლეს.

ამასთან, სააგენტო არ აკონკრეტებს, როდის მოკლეს თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანი. Amaq-ი აღნიშნავს, რომ ის მოსულისთვის ბრძოლაში დაიღუპა, რაც ამერიკელი სამხედროების ინფორმაციას ეწინააღმდეგება. პენტაგონმა ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის შესახებ ჯერ კიდევ მარტში განაცხადა. აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, თარხან ბათირაშვილი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ამერიკული ავიაციის საჰაერო დარტყმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპა.

1986 წელს პანკისის ხეობაში დაბადებული თარხან ბათირაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. კონფლიქტის შემდეგ ის საქართველოში იარაღის უკანონო შენახვისთვის გაასამართლეს. 16-თვიანი პატიმრობის შემდეგ, 2012 წელს თურქეთში წავიდა და სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.

ომარ ალ-შიშანი "ისლამურ სახელმწიფოში" რამდენიმე ე.წ. თანამდებობას იკავებდა, მათ შორის "ომის მინისტრის" პოსტს.

აბუ ომარ ალ-შიშანი აშშ-ის მიერ ძებნილ პირთა სიაში მოწინავე ადგილას იყო. მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ვაშინგტონს 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო ჰქონდა დაწესებული. ალ-შიშანი “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის მთავარ მრჩეველად ითვლებოდა.

პანკისელი ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის შესახებ ცნობები მედიაში არაერთხელ გავრცელებულა. გასული წლის დეკემბერში კი რუსული მედია იტყობინებოდა, რომ ამერიკელმა სპეცრაზმელებმა თარხან ბათირაშვილი ერაყის ქალაქ კირკუკში დააკავეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge