png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

„ცენტრ პოინტთან” ურთიერთდამოკიდებული კომპანიების ჯამური საგადასახადო დავალიანება 61 მლნ ლარს შეადგენს

  • ეკონომიკა
  • 12.07.2016
  • 15:15
„ცენტრ პოინტთან” ურთიერთდამოკიდებული კომპანიების ჯამური საგადასახადო დავალიანება 61 მლნ ლარს შეადგენს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლების განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი მოსახლეობას აწვდიან მცდარ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  კომპანიისთვის დასაბრუნებელი აქვს თანხა 20 მლნ ლარის ოდენობით.

„რამდენიმე დღეა, კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები საზოგადოებას და უპირველეს ყოვლისა, დაზარალებულ მოსახლეობას სხვადასხვა მედიასაშუალებით აწვდიან მცდარ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  კომპანიისთვის დასაბრუნებელი აქვს თანხა 20 მლნ ლარის ოდენობით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადება შეიცავს არასრულყოფილ მონაცემებს, გამომდინარე იქიდან, რომ „ცენტრ პოინტთან” ურთიერთდამოკიდებული კომპანიების ჯამური საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ შეადგენს 61 მლნ ლარს, მათ შორის, 2016 წლის 12 ივლისის  მდგომარეობით:

შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დავალიანება შეადგენს 29 398 541,42 ლარს, შპს „მარიჯანის“   დავალიანება -  10 317 577,94 ლარს, შპს „ცენტრ პოინტ სიტის“  დავალიანება -  2 311 595,39 ლარს, შპს „დიდი დიღმის ოაზისის“ დავალიანება -  10 542 208,31 ლარს, სხვა დანარჩენი 8 740 000 ლარი.

კომპანიის დამფუძნებლები სარგებლობენ იმ გარემოებით, რომ საგადასახადო ორგანოს საგადასახადო კოდექსით არ აქვს უფლება გადასახადის გადამხდელის თანხმობის გარეშე, გაამჟღავნოს გადამხდელის შესახებ დამატებითი დეტალური ინფორმაცია, რადგან კანონმდებლობით, ის წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. (საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილი).

გამომდინარე აღნიშნული გარემოებიდან, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მოკლებულნი არიან  შესაძლებლობას, კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე გამოაქვეყნონ  დამატებითი ინფორმაცია.

აქვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოუწოდებს კომპანია „ცენტრ პოინტის“ მფლობელებს, არ შეიყვანონ შეცდომაში მოსახლეობა. მიაწოდონ მათ ობიექტური ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ან გასცენ წერილობითი თანხმობა, რათა საგადასახადო ორგანომ აღნიშნული ინფორმაცია გახადოს საჯარო. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განუხრელად იცავს გადასახადის გადამხდელის უფლებებს და მის საგადასახადო საიდუმლოებას, ამავე დროს, მიუღებლად მიაჩნია კომპანიამ დაზარალებული მოსახლეობა შეგნებულად შეიყვანოს  შეცდომაში და კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა დააკისროს სახელმწიფო სტრუქტურებს“, აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge