png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

სექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები ივლის

  • საზოგადოება
  • 12.07.2016
  • 13:12
სექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები ივლის

სექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები ივლის. შესაბამის ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „Man Truck and Bus AG“-სთან ხელი დღეს მოეწერა. ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 7 თვისა თბილისის ავტოპარკი ჯამში, ეტაპობრივად 143 ერთეული ავტობუსით განახლდება. ევროსტანდარტების შესაბამისი  ავტობუსები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილი იქნება CNG საწვავზე (ბუნებრივი აირი) მომუშავე ძრავებით, რაც დიზელთან შედარებით  უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს, შემცირებულია ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ. პროექტის ფარგლებში, EBRD-ის დაფინანსებით გამოცხადებული ტენდერის შესაბამისად, გამარჯვებულმა კომპანიამ 143 ერთეული 12 მეტრიანი, ადაპტირებული ავტობუსი უნდა შემოიყვანოს.  მოწოდება მოხდება ეტაპობრივად, 7 თვის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსები არის სრულიად უსაფრთხო, ბუნებრივ აირზე მომუშავე, რაც განაპირობებს საწვავის ეკონომიას, ასევე, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით,  მნიშვნელოვნად შემცირდება გამონაბოლქვი.  ასეთი ტიპის ავტობუსები ჩვენს ქალაქს არასდროს ჰყოლია, ამიტომ, ერთის მხრივ, ეს არის, პრაქტიკულად, პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ევროპული ტიპის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა იაროს თბილისში და ჩვენი თანამოქალაქეები უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდნენ, მეორეს მხრივ კი, ქალაქის ბიუჯეტი დაზოგავს თანხას ავტობუსების მომსახურებასა და საწვავით უზრუნველყოფაზე,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერიამ თბილისის ავტობუსების პარკის შესწავლა გასულ წელს დაიწყო და დღის წესრიგში დადგა ავტოპარკის განახლების საჭიროება. შესაბამისად, დაიწყო აქტიური კომუნიკაცია  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან,  EBRD-ის დახმარებით ჩატარდა წინასწარი კვლევა, რომელმაც აღწერა თბილისის ავტობუსების პარკში არსებული მდგომარეობა და ასევე, პარკის განახლების შესაძლებლობები, რის შემდეგაც გამოცხადდა ტენდერი.

სატენდერო დოკუმენტაცია 30-მდე კომპანიამ წარმოადგინა, ტენდერში კი ინტერესი 7-მა კომპანიამ გამოხატა, რის შემდეგაც ეკოლოგიურობის, ეკონომიურობისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით საუკეთესო შეირჩა.  სატენდერო პირობებში აქცენტი გაკეთდა ხარისხსა და გამოცდილებაზე. შერჩევა-შეფასება EBRD-ის საერთაშორისო წესების შესაბამისად განხორციელდა.

ევროსტანდარტების შესაბამისი, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსები ივლის ქალაქის მასშტაბით არსებულ გრძელ დისტანციებსა და ფართო გამტარუნარიანობის ქუჩებზე. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიას ავტობუსების პარკის განახლების 4 წლიანი გეგმა აქვს და აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge