png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

აჭარის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

  • საზოგადოება
  • 12.07.2016
  • 10:24
აჭარის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
8 ივლისს სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დრომდე გრძელდება ჩამორეცხილი გზების გაწმენდითი სამუშაოები და სანიაღვრე არხების ამოწმენდა. გზის ზოგიერთი მონაკვეთი საჭიროებს გზების გამაგრებას, გაბიონების მოწყობას და ხიდების აღდგენას. 
 
ბათუმში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად მობილიზებული იყო და საგანგებო რეჟიმში მუშაობდა საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა: საქვეუწყებო დაწესებულებები, საგზაო დეპარტამენტი და გეოლოგიური სამსახური, მუნიციპალიტეტების გამგეობები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 
 
ბათუმში, ყველა დატბორილ ლოკაციაზე მიმდინარეობდა ტერიტორიებიდან წყლის ამოტუმბვა, იწმინდებოდა სანიაღვრე არხები. ქალაქში მიმდინარე სამუშაოებში ჩართული იყო მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ქობულეთში ამ ეტაპზე მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია. იწმინდება დაზიანებული გზები. მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გეოლოგიური შესწავლა. დაზარალებულმა 7-მა ოჯახმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიტანა განაცხადი, რის შემდეგაც კომისიის წევრები იმსჯელებენ მათი საცხოვრებლის ქირის ანაზღაურების საკითხზე. 
 
ქობულეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე მუშაობდა 8 ერთეული მძიმე ტექნიკა. გაწმენდილია ყველა წყალსადენი. აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია, რის შედეგადაც მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება გაზი და შუქი. ჩაისუბანსა და ხალაში აღდგენითი სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს. 
 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაზიანება აღინიშნა 27 ლოკაციაზე. ძირითადად დაზიანებულია გზები და საკარმიდამო ნაკვეთები. კაპრეშუმში მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ერთი ოჯახის ბინის ქირა გამგეობამ უზრუნველყო. 
 
8-9 ივლისს, უამინდობის შედეგად, ქედის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის საავტომობილო გზაზე მეწყერი განვითარდა, რამაც საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზები გადაკეტა. გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღესვე აქტიურად მიმდინარეობდა. გაიწმინდა გზები კოკოტაურის აბუქეთის, წონიარისის ტაკიძეების მიმართულებით. ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ჯალაბაშვილებში ჩამოწვა მეწყერი, რამაც დააზიანა ტარიელ მანველიძის საცხოვრებელი სახლი და ჩაკეტა 18 ოჯახთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. იმ დღესვე მოხდა წყლის მიმართულების შეცვლა და პრევენციული ღონისძიებების გატარება. სტიქიის კერას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მ/შ ნუგზარ სურმანიძე, მთავრობის აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი რომანაძე და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. 
 
შუახევში დაზარალებული სამი ოჯახი სახელმწიფო სასწრაფო დახმარების პროგრამაში ჩაერთვება. გზის და ხიდის წაღების შედეგად, არცერთი სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილი არ არის. შუახევში მუშაობდა საგზაო დეპარტამენტისა და ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ტექნიკა. შუახევჰესის მშენებარე თურქული კომპანია „აბი ბათუმი“ ტექნიკით, სამშენებლო მასალებითა და მუშახელით დაეხმარა მუნიციპალიტეტს. გაიწმინდა გორგივლი - დღვანის გზა, დაიწყო წყალსადენის აღდგენითი სამუშაოები. მდგომარეობის შესასწავლად მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა საქართველოს შს მინისტრი ალექსანდრე გომელაური, აჭარის ა. რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მ/შ ნუგზარ სურმანიძე. 
 
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში კოკისპირული წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ჩამოიტანა მიწის ნაშალი და ქვა-ღორღი, დააზიანა მილოვანი სახიდე გადასასვლელი. მობილიზებული ტექნიკის მუშაობის შედეგად მოძრაობა მალევე აღდგა. სტიქიის სალიკვიდაციოდ ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge