png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოს აეროპორტები 21,33%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა

  • ეკონომიკა
  • 11.07.2016
  • 16:33
საქართველოს აეროპორტები 21,33%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა

2016 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 21,33%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ,  იანვარ-ივნისში საქართველოს აეროპორტებში  მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ მიმდინარე წელს, საქართველოს აეროპორტების მიერ რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად სულ გადაყვანილ იქნა 1 082 828 მგზავრი, რაც 21,33%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (892 468 მგზავრი).

ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2016 წლის 6 თვის განმავლობაში მოემსახურა 893 222 მგზავრს, როდესაც 2015 წელს ეს მონაცემი შეადგენდა 749 230 მგზავრს, ანუ მატებამ 19,22% შეადგინა;

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გადაყვანილ იქნა 92 682 მგზავრი, რაც 47,14%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (62 987 მგზავრი);

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი გაიზარდა 21%-ით. თუ წინა წლის 6 თვეში აეროპორტი მოემსახურა 78 859 მგზავრს, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 95 430 მგზავრი შეადგინა.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 6 თვის განმავლობაში, მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა რამოდენიმე მიმართულებით:

ისრაელსა და საქართველოს შორის გადაყვანილ იქნა 65 759 მგზავრი, რაც 87%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მონაცემებს (35 257 მგზავრი). მგზავრთნაკადის ზრდა განპირობებულია ტურისტების მხრიდან მაღალი მოთხოვნით და შესაბამისად მხარეთა შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირეების ზრდით, კერძოდ კი ფრენის სიხშირე გაიზარდა ჯერ 10-დან 14-მდე (კვირის განმავლობაში თითოეული მხრიდან), ხოლო შემდეგ კი 14-დან 21-მდე. ფრენები ხორციელდება ერთი ქართული და სამი ისრაელის ავიაკომპანიის მიერ;

მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა არაბთა გაერთიანებული საემიროებსა და საქართველოს შორის, ზრდამ შეადგინა 78% (2015 წელს - 46 052 მგზავრი, 2016 წელს - 82 107 მგზავრი,);

საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განხორციელების კუთხით 56%-იანი ზრდა დაფიქსირდა (2015 წელს 129 732 მგზავრი, ხოლო 2016 წელს - 202 000 მგზავრი,), რაც ძირითადად განპირობებულია რუსი ტურისტების ინტერესის ზრდით საქართველოს მიმართ;

საბერძნეთსა და საქართველოს შორის გადაყვანილ იქნა 16084 მგზავრი. ზრდამ 155% შეადგინა (2015 წელს 6314 მგზავრი, 2016 წელს 16084 მგზავრი);

მგზავრთნაკადმა იმატა ასევე უკრაინა-საქართველოს მიმართულებითაც. ზრდამ შეადგინა 28% (2015 წელს - 105 797 მგზავრი, 2016 წელს კი 135 511 მგზავრი).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge