png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

„HUB Georgia“ ყაზახური ავიაკომპანია „SkyBus”-ის წინააღმდეგ

  • ეკონომიკა
  • 11.07.2016
  • 14:51
„HUB Georgia“ ყაზახური ავიაკომპანია „SkyBus”-ის წინააღმდეგ

არასამთავრობო ორგანიზაცია „HUB Georgia“ ყაზახური ავიაკომპანია „SkyBus”-ის წინააღმდეგ. როგორც „HUB Georgia“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „SkyBus”-ი  ევროპის უსაფრთხოების სააგენტოს “EASA”-ს შავ სიაში იმყოფება.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერ მინისტრს მიმართავს და მგზავრთა უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„2016  წლის  ივლისიდან  საქართველოს მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროს  უწყების შ.პ.ს. „გაეართიანებული აეროპორტები საქართველოს“ დირექტორმა, ქეთი ალექსიძემ, ხელშეკრულება  ყაზახურ ავიაკომპანია „SkyBus”-თან გააფორმა.

ხელშეკრულების თანახმად, ყაზახურ ავიაკომპანია „SkyBus”-ს გადაეცა უფლება შეესრულებინა ქვეყნის შიდა რეისები, თბილისი-ბათუმი, რითაც ეროვნული ავიაკომპანიების და სახელმწიფოს ინტერესები დაზარალდა.  აღნიშნული ავიარეისების განხორციელების სურვილი  ეროვნულ ავიაკომპანიებს გააჩნდათ, თუმცა სახელმწიფომ მათი ინტერესები და შეთავაზებები არ გაითვალისწინა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ დაარღვია ავიაციის შესახებ „ჩიკაგოს“ კონვენციის მე-7 მუხლი „კაბოტაჟი“.  „ჩიკაგოს“ კონვენცია სამოქალაქო ავიაციის შესახებ მიღებულია 1944  წელს, საქართველო კი მას მიუერთდა 1993 წელს, კონვენციის თანახმად მე-7 მუხლი „კაბოტაჟი“  ნებისმიერ სახელმწიფოს აძლევს უფლებას თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე,  უცხოურ ავიაკომპანიაზე არ გასცეს ნებართვა, შეასრულოს ქვეყნის შიდა რეისები, რაც  საქართველოს მთავრობის მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

საგანგაშოა, რომ აღნიშნული ყაზახური ავიაკომპანია  „SkyBus” და ქვეყანა ყაზახეთი იმყოფება ევროპის უსაფრთხოების სააგენტოს “EASA”-ს შავ სიაში - უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე მათ ევროკავშირის წევრ  ქვეყნებში ფრენის უფლება არ აქვთ.

ორგანიზაცია “HUB Georgia”  ეროვნული ინტერესებიდან და მგზავრთა უსაფრთხოების სტანდარტებიდან  გამომდინარე  დაინტერესდა  აღნიშნული ფაქტით. ჩვენ ვითხოვდით კითხვებზე პასუხებს, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი უწყება საქართველოში  მგზავრთა  უსაფრთხოებაზე, რადგან აღნიშნული ავიაკომპანია ტექნიკურ შემოწმებას მხოლოდ ყაზახეთში გადის, საქართველოს

სამოქალაქო ავიაცია კი მხოლოდ დოკუმენტაციის შემოწმებას ახდენს. გამოდის, რომ ჩვენ ქვეყანაში მგზავრების უსაფრთხოებას ვანდობთ ყაზახეთის სახელმწიფოს, რომელიც არის ევროპის შავ სიაში, როდესაც საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრია.

ჩვენ მიგვაჩნდა, რომ აღნიშნული ავიაკომპანიის ფრენების შესრულების დროს მგზავრთა უსაფრთხოება დაცული  არ  იქნებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრებები დადასტურდა, დღეს 07:30 საათზე ავიაკომპანია  „SkyBus”-ს უნდა შეესრულებინა რეისი ბათუმი-თბილისი, ფრენა გადაიდო თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის გამო. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ ბათუმის აეროპორტში და ამბობენ, რომ ფრენა გადაიდო 22:00 საათისთვის.

მივმართავთ საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს  მგზავრთა უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით“, აღნიშნულია „HUB Georgia“-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კომპანია SkyBus-ი ყაზახეთის რამდენიმე ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ახორციელებს.

 “SkyBus”-ი ოპერირებს ასევე  ბათუმი-თბილის მარშრუტზეც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge