png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

#გააზიარეწარმატება - სოციალური ქსელში აქტიური კამპანია მიმდინარეობს

  • საზოგადოება
  • 11.07.2016
  • 10:22
#გააზიარეწარმატება - სოციალური ქსელში აქტიური კამპანია მიმდინარეობს

#გააზიარეწარმატება - ამ ჰეშთეგით სოციალური ქსელში აქტიური კამპანია მიმდინარეობს,  ჯანსაღი კონკურენციის პრინციპით  სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ერთმანეთს მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ  „ბიზნესდაჯილდოება 2016-ში“,  რომელსაც თიბისი ბანკი ჯეოსელთან ერთად წარმოგიდგენთ. ვებგვერდზე  http://businessaward.ge  კონკურსანტების რეგისტრაცია 15 აგვისტომდე გაგრძელდება,   კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ბიზსნესდაჯილდოებაში და დარეგისტრირდნენ კონკურსანტებად შემდეგ ნომინაციებში:

  • წლის ტურისტული ბიზნესი;
  • წლის აგრობიზნესი;
  • წლის ქართული პროდუქტი;
  • წლის ინოვაციური ბიზნესი;
  • წლის მცირე ბიზნესი;
  • ხალხის რჩეული

„სნეპ ფიტნეს ჯორჯია“  არის  ერთ მუშტად შეკრული გუნდი, რომელსაც აქვს ჯანსაღი საქმის კეთების ამბიცია.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეუძლებელი არაფერია, ამიტომ გვინდა, რომ ეს მუხტი სხვებსაც გადავცეთ. ჩვენ უკვე  დავრეგისტრირდით  კონკურსზე და მოვუწოდებთ ყველას, რომ მონაწილეობა მიიღონ ბიზნესდაჯილდოება 2016-ში. ვფიქრობთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა არ უნდა გაუშვან ხელიდან ეს შესანიშნავი შესაძლობლობა, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს მათი საქმიანობის შესახებ. ყველამ უნდა გავაზიაროთ წარმატება, იმისათვის, რომ უფრო ბევრი ბიზნესი გაჩნდეს ბაზარზე, ჯანსაღი კონკურენცია კარგია როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესის განვითარებისთვის, ‘’- ამბობს ცნობილი კალათბურთელი და „სნეპ ფიტნეს ჯორჯიას“ დამფუძნებელი ზაზა ფაჩულია.

დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ უკვე დაიწყო მუშაობა პრიზზე, რომელიც გამარჯვებულ კომპანიებს ნოემბერში დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცემათ.

„ჯილდოს კონცეფცია ეფუძნება უსაზღვრო  შესაძლებლობებს,  360 გრადუსი,  წრე - ეს  არის უსაზღვრო შესაძლებლობების და განვითარების სიმბოლო.  ვფიქრობ, რომ წარმატების გაზიარება  არის ცივილიზაციის  და განვითარების ერთერთი მთავარი პირობა და რაც, მთავარია  წარმატება არის  გადამდები, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ მოყვეს თავისი ისტორია,“  - ამბობს დიზაინერი ზვიად ციკოლია.

„ბიზნესდაჯილდოება 2016“ -ში გამარჯვებულებს გამოავლენს ეკონომიკის და ბიზნესის სხვადასხვა სფეროს კვალიფიციური ექსპერტებისგან შემდგარი კომისია.  ფინალისტების ვინაობა სექტემბერში გაირკვევა და მათ მარკეტინგულ მხარდაჭერას თიბისი ბანკი და ჯეოსელი უზრუნველყოფენ.

„ბიზნესდაჯილდოება 2016“  ყველაზე მასშტაბური დაჯილდოებაა, რომელიც მიზნად ისახავს წაახალისოს წარმატებული ბიზნესმენები და მისცეს მათ მოტივაცია, რომ კიდევ უფრო მეტს მიაღწიონ; მეორეს მხრივ კი სხვებს მიეცეთ სტიმული და ინსპირაცია, რომ გამოიყენონ ქვეყანაში არსებული მრავალფეროვანი შესაძლებლობები, გააზიარონ წარმატება და განავითარონ თავიანთი ბიზნესი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge