png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

Facebook-ი პირად მიმოწერას დაშიფრავს

  • საზოგადოება
  • 10.07.2016
  • 09:36
 Facebook-ი პირად მიმოწერას დაშიფრავს

Facebook-ზე პირადი მიმოწერა  სულ მალე უკიდურესად დაცული იქნება და მესამე მხარე ვერ შესძლებს მასში  „ცხვირის ჩაყოფას“. კომპანია შიფრირების ახალ მახასიათებელს ნერგავს, რომელსაც „საიდუმლო საუბარი უწოდა“.

დაშიფრული მიმოწერის წაკითხვა მხოლოდ გამგზავნსა და მიმღებს შეეძლება და ხშირ შემთხვევაში, მისი გაშიფვრა თავად Facebook-საც არ შეეძლება.

საიდუმლო დიალოგი ყველასათვის ერთდროულად არ გახდება ხელმისაწვდომი. Facebook-ის განცხადებით, მომხმარებელთა მცირე რაოდენობისთვის იგეგმება აპლიკაციის გამოშვება ბეტა-ტესტირების რეჟიმში, რის შემდეგაც, ზაფხულის მიწურულს, ის Facebook Messenger-ის ყველა მომხმარებლისათვის გახდება ხელმისაწვდომი.

მსგავს სერვისს უკვე იყენებენ სხვა სამესიჯო სერვისებიც, მაგალითად Facebook-ის კუთვნილი WhatsApp-ი, რომელმაც შიფრირება აპრილიდან დანერგა. ასევე Apple-ი თავის iMessages-ში და როგორც ცოტა ხნის წინ Google-მა განაცხადა, დაშიფვრას ისიც გამოიყენებს თავის ახალ სამესიჯო აპლიკაციაში Allo.

Facebook-ის შემთხვევაში, WhatsApp-ისგან განსხვავება ის იქნება, რომ დაშიფვრა არა საწყის რეჟიმში, არამედ არჩევით პარამეტრებში გამოჩნდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი წერილები მხოლოდ „საიდუმლო საუბრის“ ფუნქციის ხელით გააქტიურების შემდეგ დაიშიფრება. 

Facebook Messenger-ს თვეში 900 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და შესაბამისად, კომპანიის ეს ქმედება მომხმარებელთა პირადი უსაფრთხოებისკენ გადადგმული  უზარმაზარი, გლობალური ნაბიჯი იქნება. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge