ცეზარ ჩოჩელი: „მე ამ ქვეყნის მტერი არ ვარ, თუ დაიდება დასკვნა, რომ ეს ღუპავს ჩვენს ქვეყანას ან ეკოლოგიას აზიანებს, კი ბატონო, გავითვალისწინებ!“
საქართველო, თბილისი - 16:32 | 28.06.2016 ნანახია: 1957
25 ივნისს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში ცემენტის ქარხნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ჩინელ ინვესტორებთან ერთად პრემიერი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. გაზეთ „ვერსიის“ საგამოძიებო ბიურომ, მოსახლეობის თხოვნით, ჟურნალისტური მოკვლევის ფარგლებში უკვე გამოაქვეყნა მასალები, სადაც საუბარია, რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას სენაკის მუნიციპალიტეტის გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ცემენტის კლინკერის ქარხნისა და კოტოანეთში კირქვის საბადოს მშენებლობას. ამ საქმეს სწავლობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მეცნიერები. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პროექტზე ჯერჯერობით არ გაცემულა გზშ (გარემოზე ზემოქმედების შეფასება). სწორედ ამიტომ სენაკის მოსახლეობის ნაწილი პრემიერ-მინისტრსა და ხელისუფლებას სთხოვს, სასწრაფოდ შეიქმნას კომისია, ჩატარდეს ალტერნატიული ექსპერტიზები. შესწავლილი და გაანალიზებული იქნეს ფაქტები და მხოლოდ კომპეტენტური მეცნიერებისა და ექსპერტების დასკვნის საფუძველზე იქნას მიღებული გადაწყვეტილება. გაზეთი „ვერსია“ მზად არის აქტიურად ჩაერთოს ამ დისკუსიაში და საინფორმაციო მხარდაჭერა გაუწიოს ყველა დაინტერესებულ მხარეს.
დღეს, ,,ვერსიის'' საგამოძიებო ბიურო, ჟურნალისტური მოკვლევის ფარგლებში, ,,ჰუალინგ ჯგუფს'' დაუკავშირდა და აქვეყნებს ექსკლუზიური ინტერვიუს გენერალური დირექტორის მოადგილე ქსინფუ ვანგთან, რომელიც აცხადებს, რომ „პროექტს სამი ინვესტორი ჰყავს. ყველაზე დიდი მეწილე ,,აზია-აფრიკის მენეჯმენტის კომპანიაა'', რიგით მეორე, დიდი ინვესტორები ჩვენ _ ,,ჰუალინგ ჯგუფი'' ვართ, მესამე - ცეზარ ჩოჩელია. ,,აზია-აფრიკის მენეჯმენტის კომპანია'' სინგაპურშია რეგისტრირებული. ჩინურ კომპანიას სათავო ოფისი ქალაქ სიანში აქვს და ,,სიანის იაობაის ცემენტი'' ეწოდება.იგი ცემენტის მწარმოებელ 17 დიდ ქარხანას ფლობს და
იგივე პროექტი აქვს ტაჯიკეთსა და ნამიბიაში. კომპანიის წლიური წარმადობა 30 მილიონი ტონა ცემენტია. ადრე გათვალისწინებული გვქონდა, რომ სენაკის ცემენტის ქარხნის წარმადობა წელიწადში 600 000 ტონა ცემენტი უნდა ყოფილიყო. შემდეგ, როდესაც ,,აზია-აფრიკის მენეჯმენტის კომპანიის'' ხელმძღვანელობა ჩამოვიდა, შეფასების შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოს ბაზარი უფრო პერსპექტიულია და წლიური წარმადობა 1 400 000 ტონა ცემენტამდე გაიზარდა. ქარხნის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება და, 16-18 თვეში დასრულდება. რაც შეეხება მოგებას, თუ დროულად დაიწყება ანაკლიის პორტისა და სხვადასხვა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაც, მაშინ მათ სპეციალური დანიშნულების ცემენტს შევთავაზებთ. შესაბამისად, სამი წლის განმავლობაში, ამ პროექტის თვითღირებულებას ამოვიღებთ. დაახლოებით, 400 000 ტონა კლინკერის ცემენტის ექსპორტს ვაპირებთ უკრაინისა და რუსეთის მიმართულებით, საიდანაც სანაცვლოდ, ნახშირს წამოვიღებთ, რაც ერთგვარი ბარტერი იქნება. მშენებლობაზე მინიმუმ, 500 კაცი დასაქმდება. ქარხანაში 300 იმუშავებს. ამას ემატება კირქვის საბადოს ამუშავება, მისი ტრანსპორტირება და საბოლოოდ, მინიმუმ 700-800 ადამიანი იქნება. ვფიქრობთ, ეს პროექტი სენაკის უმუშევრობის პრობლემას მთლიანად მოაგვარებს.“
ინვესტორთან საუბარში გაირკვა, რომ არაფერი იცის 2014 წელს იქვე, სოფელ კოტიანეთში დახურული კარიერის შესახებ და იმის შესახებაც, თუ რის გამო მოხდა მისი შეჩერება. აცხადებს, რომ ყველა ხე და ბუჩქი ფოტოებზე აქვს გადაღებული და გარემოს საფრთხე არ შეექმნება. არ შეწუხდება არც სოფლის მოსახლეობა.
„ვერსია“ ასევე ესაუბრა პროექტის „მესამე ინვესტორს“ ცეზარ ჩოჩელს, რომელთანაც ინტერვიუ საკმაოდ დიდი აღელვების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა, გაუგებარია აღელვების მიზეზი - „ვერსია“ მხარს უჭერს სენაკელების გარკვეულ ნაწილს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მუნიციპალიტეტს აქვს უზარმაზარი საკურორტო-ტურისტული, სამედიცინო და კულტურულ-ისტორიული პოტენციალი, რომლიც „გაყიდვაც“ უფრო ძვირად შეიძლება, ვიდრე ცემენტის ქარხნისა და კირქვის საბადოს პროდუქტისა. ბატონ ცეზარს არ აქვს პასუხი კითხვებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გამოძიებისთვის, ასევე მას მაგალითად მოჰყავს მისი კუთვნილი სხვა საწარმოები და ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ცემენტის ქარხანა და კირქვის საბადო საფრთხეს არ შეუქმნის გარემოს, მოსახლეობის ჯანმრთელობას და უნიკალურ ისტორიულ ძეგლებს, თუმცა ცემენტის ქარხანა არც ლუდსახარშია და არც შოკოლადის ფაბრიკა, ჩვენ გვაქვს „ჰაიდელბერგცემენტის“ მაგალითი კასპსა და რუსთავში, სუფსაში, არსებობს კვლევები და სტატისტიკა, რა ვითარება გვაქვს ეკოლოგიური და ჯანდაცვის კუთხით ამ რეგიონებში. თუმცა ბატონი ცეზარის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ იგი „ვერსიასთან“ საუბარში აცხადებს: „ ეს 100-მილიონიანი ინვესტიციაა, შესაბამისად, 1 მილიონი აშშ დოლარი, გარანტირებულად, როგორც ქონების ღირებულება, სენაკის ბიუჯეტში უნდა შევიდეს. გარდა ამისა, კირქვის მოპოვებიდან შემოსული მოსაკრებლის ნაწილი ცენტრალურ, ნაწილი კი ადგილობრივ ბიუჯეტში შევა. ვიღაცები მიდიან ადგილობრივებთან და აბუნტებენ, ყველაფერი ეს ხელის შეშლაა და სხვა არაფერი. ჩვენი კარიერი არანაირ კავშირში არ არის ისტორიულ ძეგლებთან. კირქვის მოპოვება უაღრესად თანამედროვე მეთოდებით უნდა მოხდეს. საქართველოში არიან სპეციალისტები და მე ამ ქვეყნის მტერი არ ვარ, თუ დაიდება დასკვნა, რომ ეს ღუპავს ჩვენს ქვეყანას ან ეკოლოგიას აზიანებს, კი ბატონო, გავითვალისწინებ!“ მოკლედ, ჯერი ექსპერტებსა და ხელისუფლებაზე... ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გარემოს დაცვის სამინისტრო.
ორივე ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ გაზეთ „ვერსიის“ ვებ-გვერდზე WWW.VERSIA.GE და დასკვნების გამოტანა თავადვე შეგეძლებათ. „ვერსიის“ საგამოძიებო ბიურო კი არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაუგზავნის მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს და აგრძელებს საგამოძიებო მასალების გამოქვეყნებას, რაც დაეხმარება საზოგადოებასაც და გარემოს დაცვის სამინისტროსაც ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს.
პოლიტიკა
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
- რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა - Reuters
- კობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება, ამ ჯერზე ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს - სალომე ზურაბიშვილი
- თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა
- საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დემონსტრანტები დაშინებისა და დასჯის გზით გააჩუმოს - Amnesty International
- Babolat X Lamborghini – „კუს ტბა პადელის“ ახალ კორტებზე სამოყვარულო ტურნირი გაიმართა
- ლანა ღოღობერიძეს 97 წელი შეუსრულდა
სამართალი
- სასამართლომ მწერალ ბექა ქურხულს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
- სასამართლომ კონსტანტინე მიქაიას 14 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
- 18-19 ოქტომბრის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით 14 პირია დაკავებული - ვაჟა სირაძე
- ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველომ“ Terminal Towers-ში ინოვაციური ბრენდული სივრცე შექმნა
- თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
- ROI და კრეატივი - „თეგეტას“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი Reinvent 2025-ზე
- თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები ავტოსერვისისთვის „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება