პროკურატურა კიწმარიშვილის საქმეზე: სახეზეა თვითმკვლელობა
საქართველო, თბილისი - 17:25 | 24.06.2016 ნანახია: 1773
მთავარი პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს, რომელსაც „PrimeNewsGeorgia“ უცვლელად გთავაზობთ:
„გვინდა გამოვეხმაუროთ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრის და მისი ადვოკატების მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, ოჯახის წევრების და მათ მიერ მოწვეული ექსპერტების აქტიური მონაწილეობით ჩატარდა უპრეცედენტო მასშტაბის გამოძიება, რომელმაც პასუხი გასცა ყველა კითხვას, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას უკავშირდება. განცხადებაში მოყვანილ კითხვებს პასუხი გაეცა გამოძიების მსვლელობის დროს სწორედ ამ პირების მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილია გამოძიების შედეგები ყველა დასმულ საკითხთან მიმართებით, კიდევ ერთხელ გვინდა საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტოთ შემდეგი: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ: ,,ეროსი კიწმარიშვილს თავის არეში აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ნატყვიარი ჭრილობა, თავის ტვინის მთლიანობის დარღვევით, სისხლჩაქცევებით თავის ტვინის გარსებსა და ტვინის ნივთიერებაში, ქალა-ფუძისა და ქალა-სარქველის ძვლების მოტეხილობით. შესავალი ხვრელით მარჯვენა საფეთქლის მიდამოდან და გამოსავალი ხვრელით მარცხენა თხემ-საფეთქლის მიდამოში".
ექსპერტების, მათ შორის გარდაცვლილის ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტის განმარტებით (იხ. ექსპერტის ჩვენება) ყველა ზემოთ მითითებული დაზიანება განიხილება ერთი ცეცხლნასროლი დაზიანების კონტექსტში და არცერთი არ წარმოადგენს იზოლირებულ, დამოუკიდებელ დაზიანებას. ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად არის დადგენილი, რომ ეროსი კიწმარიშვილს თავზე აქვს მხოლოდ ერთი - ცეცხლნასროლი დაზიანება. მარჯვენა ხელის არეში არსებული დაზიანება კი არის წერტილოვანი, (იხ. ფოტო) მსუბუქი ხარისხის და არანაირი კავშირი არ აქვს დამდგარ შედეგთან.
რაც შეეხება განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წლის 7 იანვარს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა პირი, რომელმაც უკანონოდ შეაღწია ეროსი კიწმარიშვილის სოციალურ ქსელში, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულ პირს არაერთხელ აქვს ჩადენილი ანალოგიური დანაშაული. იგი იღებდა სხვადასხვა პროდუქციის რეკლამირების დაკვეთებს, რასაც ახორციელებდა ცნობილი პირების სოციალურ გვერდზე რეკლამის განთავსებით. აღნიშნული პირი გასამართლდა და სასამართლოს მიერ სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. მის მიმართ სასამართლოში ამჟამადაც მიმდინარეობს საქმის განხილვა სხვა მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით.
გამოძიების პროცესში შესწავლილი იქნა ინფორმაცია ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღეს მისი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული კავშირების შესახებ - 2 012 573 სატელეფონო ზარი. შესწავლის შედეგად ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რაიმე საეჭვო გარემოება არ დადგინდა.
კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ „ჩრდილოკავკასიური გარეგნობის მამაკაცის" გადაადგილებას ეროსი კიწმარიშვილის კორპუსთან.
გამოძიებით დადგენილი ფაქტია, რომ კიწმარიშვილის საცხოვრებელ კორპუსთან დამონტაჟებულ კამერაში ჩანს 2014 წლის 15 ივლისს (ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღე) როგორ გადაადგილდება შავ სპორტულ სამოსში ჩაცმული პირი კორპუსის მიმდებარედ, ისე, რომ შეუჩერებლად გვერდს უვლის კორპუსს და გადის ჭავჭავაძის გამზირზე. აქვე საგულისხმოა ის გარემოება, რომ ამ პირის გადაადგილება დაფიქსირებულია 14:39 საათზე, მაშინ როდესაც ეროსი კიწმარიშვილი ჯერ კიდევ სახლში იმყოფებოდა. გთავაზობთ ამ პირის გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალას. (იხ. ვიდეო)
ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილი არის ავტომობილი, რადგან სწორედ ავტომობილში დაფიქსირდა დენთის და ტყვიის კომპონენტების კვალი. ავტომობილის სალონში, მარცხენა კარის საყრდენზე დაფიქსირდა ნატყვიარი, რომელშიც აღმოჩნდა ტყვია. სისხლის შხეფების მარაოსებური გაშლა მარცხნიდან მარჯვნივ, ცალსახად ადასტურებს, რომ სროლა ავტომობილის წინა მარცხენა სავარძლის მიდამოში განხორციელდა, სადაც აღმოჩენილი იქნა გვამი, ხოლო სისხლის კვალის უწყვეტობა სალონში ცალსახად გამორიცხავს სხვა პირის ყოფნას. გარდა ამისა, გარდაცვლილის მარჯვენა ხელზე და პიჯაკის მარჯვენა სახელოზე დაფიქსირდა დენთის და ტყვიის შემადგენელი კომპონენტების კვალი დიდი ინტენსივობით, რაც უტყუარად ადასტურებს, რომ სროლა სწორედ მის მიერ არის განხორციელებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და გამოძიებით ცალსახად დადგენილი სხვა ფაქტების გათვალისწინებით უტყუარად დადასტურდა, რომ სახეზე არ არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, სახეზეა თვითმკვლელობა“.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















