თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 16:04 | 17.06.2016 ნანახია: 1823
თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ამა წლის 17 ივნისს, სააღსრულებლო ფურცლის (№4-5/ს-ვ-170-16) საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა წყნეთისგზატკეცილზე მდებარე მუნიციპალურ ტერიტორიაზე საკ.კოდი (№01.10.16.007.092) უნებართვოდ ჩადგმული ვაგონ-კონტეინერის დემონტაჟი განახორციელეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ შემოწმდა ფაქტი, რომ ვაგონ-კონტეინერი ცარიელი იყო და იქ არავინ ცხოვრობდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს დღეს ადგილზე ბელა გუბელაძე და მისი ოჯახის წევრები დახვდნენ.
გუბელაძის განცხადებით, ოჯახს წასასვლელი არსად აქვს და აღნიშნული ტერიტორია მათ საკუთრებას წარმოადგენს.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ტერიტორია, რომელზეც ბელა გუბელაძემ ვაგონ-კონტეინერი ჩადგა, არის მუნიციპალიტეტის საკუთრება ს/კ №01.10.16.007.092. 2009 წლის 25 დეკემბერს, ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე დაგეგმილი ავტომაგისტრალის მშენებლობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მშენებლობის განმახორციელებელ კომპანია - შ.პ.ს. „კავკასუს როუდ პროჯექტ“-სა და ბელა გუბელაძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქემ კომპანიას თანხის სანაცვლოდ გადასცა მისი კუთვნილი შენობა-ნაგებობა.
შეთანხმების თანახმად, მშენებელმა - შ.პ.ს. „კავკასუს როუდ პროჯექტ„-მა განახორციელა მოქალაქე ბელა გუბელაძის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და მის სანაცვლოდ, გუბელაძეს გადაუხადა 92 293,71 ლარი (67875 დოლარი). ამავე შეთანხმებით, მოქალაქემ უარი განაცხადა გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებაზე, ან ნებისმიერი გზით, შეთანხმებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შეფერხებაზე.
დამატებით გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით,რომ გაყიდული ტერიტორიის მიმდებარედ ბელა გუბელაძის საკუთრებაში 13 ივნისის სტიქიის დროს 2 მიწის ნაკვეთი ფიქსირდებოდა, სადაც გუბელაძე გახლავთ არა ერთპიროვნული, არამედ ერთ-ერთი მესაკუთრე და თანამესაკუთრეებს შორის ამ დროისათვის დავა სასამართლოში მიმდინარეობს. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე კი თბილისის მერია მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს კომპენსაცია.
რაც შეეხება ვაგონ-კონტეინერს, სტიქიის დროს აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაგონ-კონტეინერი არ იდგა. 2016 წლის აპრილში წყნეთის გზატკეცილზე, საკ. კოდით (№01.10.16.007.092) და მის მიმდებარედ ბელა გუბელაძის მიერ ვაგონ-კონტეინერის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსების ფაქტთან დაკავშირებით, ზედამხედველობის სამსახურს ეცნობა 2016 წლის 11 აპრილს, ერთ-ერთი მოქალაქის მიერ, ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციით.
შესაბამისად, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, სამართალდარღვევის მიმართ, 2016 წლის 19 აპრილს შედგა მითითება (№001379), რომლითაც მხარეს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა ობიექტის დემონტაჟისთვის ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენისათვის. 2016 წლის 3 მაისს სამსახურის შემოწმების აქტით (№001379) დაფიქსირდა მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა. აღნიშნულის გამო, 2016 წლის 25 მაისს, სამსახურის დადგენილებით, ბელა გუბელაძე დაჯარიმდა 10.000 ლარით და დაევალა სახელმწიფოს მიწაზე განთავსებული კონსტრუქციის დემონტაჟი. მიმდინარე წლის 27 მაისს, დემონტაჟთან დაკავშირებით გაიცა სააღსრულებლო ფურცელი (№4-5/ს-ვ-170-16), რომლის საფუძველზეც 17 ივნისს უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ბელა გუბელაძის სახელზე საჯარო რეესტრის ამონაწერებით თბილისში სხვადასხვა ფართებია რეგისტრირებული, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გუბელაძეები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მუნიციპალიტეტის საკუთრების მითვისებას უკანონოდ ცდილობენ", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიტიკა
- ზურა ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება არის სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირება, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია - ირაკლი კუპრაძე
- ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც ორგანიზებულია გარედან - შალვა პაპუაშვილი Eagle Hills-ის პროექტზე
- ჩემი ამოცანა ისაა, რომ შეიძლება ძალიან ცოტა დრო გვქონდეს და ეს ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ - ზურაბ ჯაფარიძე
- აშშ „მწვანე ბარათის“ პროგრამას აჩერებს
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- რუსეთის აგრესია არ დაწყებულა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით, ჩვენ, პოლონეთში, გვახსოვს გროზნო, გვახსოვს საქართველო - კაროლ ნავროცკი
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
- EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















