ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართა
საქართველო, თბილისი - 09:41 | 17.06.2016 ნანახია: 1499
2016 წლის 16 ივნისს, ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა გაიმართა. აღსანიშნავია, რომკომიტეტი წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული გაღრმავებული პოლიტიკური დიალოგისინსტიტუციური ჩარჩოს ნაწილს და, როგორც წესი, იკრიბება მინისტრის მოადგილეების დონეზე.
16 ივნისის სხდომაზე ქართულ დელეგაციას, რომელიც შედგებოდა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უფროსი რანგისწარმომადგენლებისგან, ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე. დადგენილი წესის მიხედვით, მიმდინარეწლის ასოცირების კომიტეტის შეხვედრას თავმჯდომარეობდა ევროკავშირის მხარე, რომელსაც წარმოადგენდა ევროპული საგარეოქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-სდირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი. სხდომას ევროკავშირის მხრიდან ესწრებოდნენ ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურისადა ევროკომისიის წარმომადგენლები.
შეხვედრა წარიმართა მხარეთა შორის შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით, რომელიც მოიცავდა საქართველო-ევროკავშირისთანამშრომლობის, მათ შორის ასოცირების შეთანხმებითა და „ასოცირების დღის წესრიგით" გათვალისწინებულ ყველა ძირითადპრიორიტეტს.
სხდომაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობისა და სასამართლოსდამოუკიდებლობის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის შემდგომი გაძლიერების მიზნით განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები.ევროკავშირი მიესალმა ქვეყნის ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს და აღნიშნა რა რეფორმებისუწყვეტობის მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, სრული მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ხელისუფლებას ამპროცესში.
შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანიუვიზო მიმოსვლის რეჟიმის დროულად შემოღების მნიშვნელობაზე. ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნასაქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელებული წარმატებულირეფორმები.
საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური და დარგობრივითანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მნიშვნელობას ისეთ სფეროებშიროგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, მრეწველობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება, დასაქმებადა სოციალური პოლიტიკა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, განათლება და კულტურა, ახალგაზრდობის საკითხები და ა.შ. ევროკავშირიმიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ ასოცირების შეთანხმების დროებითი ამოქმედებიდან დღემდე ამ მიმართულებითგანხორციელებულ ძალისხმევას.
ასოცირების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა.ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ცალსახად დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმისაერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უსაფრთხოებისა დაჰუმანიტარული თვალსაზრისით ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ უფრო დაიძაბა 19 მაისს სოფ. ხურჩაშისაოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ. ქართულიმხარე მიესალმა ევროკავშირის აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში. განსაკუთრებით აღინიშნაევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომლის მანდატიც გაგრძელდა ორი წლით და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებშიევროკავშირის ჩართულობა.
ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის ეგიდითწარმოებულ სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილისთვის.
პოლიტიკა
- რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა - Reuters
- კობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება, ამ ჯერზე ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს - სალომე ზურაბიშვილი
- თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება - ირაკლი კობახიძე
- ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი კობახიძეს მიმართავს
სამართალი
- სასამართლომ მწერალ ბექა ქურხულს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
- სასამართლომ კონსტანტინე მიქაიას 14 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
- 18-19 ოქტომბრის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით 14 პირია დაკავებული - ვაჟა სირაძე
- ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველომ“ Terminal Towers-ში ინოვაციური ბრენდული სივრცე შექმნა
- თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
- ROI და კრეატივი - „თეგეტას“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი Reinvent 2025-ზე
- თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები ავტოსერვისისთვის „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება