"საქართველოს სახით ხედავენ სტაბილურ და სწრაფად განვითარებად ქვეყანას" - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:27 | 15.06.2016 ნანახია: 1671
«ვაჭრობა და ბიზნესი საქართველოსთან ერთად»- ბერლინში საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი დაიწყო, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმის მთავარი თემებია: საქართველოს მიმზიდველი, სტაბილური ბიზნესგარემო და ქვეყნის საინვესტიციოშესაძლებლობები.
ფორუმის მონაწილე 130-მდე ქართული და გერმანული ბიზნესორგანიზაციის წარმომადგენლებს გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს, როგორცრეგიონის წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის, პოტენციალი გააცნო. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
"საქართველო დგას ევროკავშირთან და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან გაღრმავების გზაზე. ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას განხორციელების გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს და უახლოეს მომავალში ველით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღებას. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება ახალ შესაძლებლობებს ზრდის. მოგვიანებით ამ თვეში, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოვაწერთ ხელს,"-განაცხადა პრემიერმა.
საუბრის დასაწყისში პრემიერმა ხაზი გაუსვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა დაინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მზაობას. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდაპირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში. მან ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ რეიტინგებზე და განაცხადა, რომ საქართველოინვესტორებს სთავაზობს დიდ შესაძლებლობებს- თავისუფალ და ღია ეკონომიკას.
"ინვესტორები და ტურისტები დღეს საქართველოს სახით ხედავენ სტაბილურ, სტუმართმოყვარე და სწრაფად განვითარებად ქვეყანას. ჩვენი ერის წარმატება სამი ძირითად პრინციპზე დგას - ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოშიბიზნესის კეთება ერთ-ერთი უმარტივესია. მსოფლიოს მასშტაბით საგადასახადო ტვირთის სიმცირით მე-9 ადგილს ვიკავებთ. ყველა ძირითადი სარეიტინგო სააგენტო სტაბილურ სახელმწიფოდ მიგვიჩნევს. ჩვენ გვჯერა, რომ შიდა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი წინაპირობაა. ჩემი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი მიზნად ისახავს უზრუნველყოს გრძელვადიანი მდგრადი განვითარება და ინკლუზიური ზრდა. რეფორმები მოიცავს საგადასახადო სისტემას, კაპიტალის ბაზრებს, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებსა და საპენსიო სფეროს. ეს გეგმები ცხადყოფს მთავრობის მონდომებას, შექმნას თანამედროვე, განათლებული და ჯანსაღი ქართული მუშახელი, რომელიც მზადაა გლობალურ ეკონომიკაში კონკურენციისთვის,"-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღბა გაამახვილა საქართველოს ისტორიულ სტრატეგიულ როლზე რეგიონში. მისი თქმით,საქართველო, რომელიც წელს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს აღნიშნავს, ტოტალიტარული რეჟიმით დაზიანებული ქვეყნიდან თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიურ სახელმწიფოდ გარდაიქმნა.
"საქართველოს ისტორიულად ჰქონდა სტრატეგიული როლი რეგიონში და დღესაც ჩვენი, როგორც რეგიონალური ცენტრის როლი, ინვესტორებს საქართველოში იზიდავს. საქართველოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორული დამოკიდებულება მეზობლებთან, ჩვენ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა, ან თუნდაც რუსეთში ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით შესანიშნავი ადგილი ვართ,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატათა ასოციაციის მხარდაჭერით იმართება. მასში მონაწილეობს 100-ზე მეტი გერმანული და 30-ზე მეტი ქართული კომპანია სატრანზიტო გადაზიდვების, ლოჯისტიკის, მშენებლობის, ტელეკომუნიკაციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, წარმოების, იურიდიული, ფინანსური და საბანკო მომსახურების სექტორებიდან.
ფორუმის დასრულების შემდეგ გაიმართება ქართული ღვინის ექსპო და ფოტო გამოფენა.
პოლიტიკა
- რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა - Reuters
- კობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება, ამ ჯერზე ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს - სალომე ზურაბიშვილი
- თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება - ირაკლი კობახიძე
- ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი კობახიძეს მიმართავს
სამართალი
- სასამართლომ მწერალ ბექა ქურხულს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
- სასამართლომ კონსტანტინე მიქაიას 14 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
- 18-19 ოქტომბრის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით 14 პირია დაკავებული - ვაჟა სირაძე
- ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველომ“ Terminal Towers-ში ინოვაციური ბრენდული სივრცე შექმნა
- თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
- ROI და კრეატივი - „თეგეტას“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი Reinvent 2025-ზე
- თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები ავტოსერვისისთვის „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება