გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან თანმიმდევრულ მუშაობას ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით
საქართველო, თბილისი - 14:00 | 09.06.2016 ნანახია: 1682
"ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან თანმიმდევრულ მუშაობას ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, მიუხედავად მთელი რიგი გამოწვევებისა და გარკვეული სენსიტიური ასპექტებისა, ვიმედოვნებთ, რომ არჩევნებამდე, ეს პროცესი დასრულდება", –ა მის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ენერგეტიკული უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციის სადისკუსიო ნაწილში, რომელსაც მოდერატორობას უწევდა საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ენერგეტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის მკვლევარი ედუარდ ჩოუ. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.
„საქართველომ შეასრულა ყველა დავალება და დაასრულა მუშაობა ყველა ტექნიკურ ასპექტებზე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ჩვენ შევასრულეთ ის მოთხოვნა, რაც ევროკომისიას გააჩნდა, ამიტომაც ჩვენი ძალისხმევა შეფასდა პოზიტიურად გასული წლის დეკემბერში. ამჟამად ვართ მხარდაჭერისა და კონსოლიდაციის პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. ვიმედოვნებთ, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას. რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს დისკუსიები, გვაქვს საუბრები ევროპელ ლიდერებთან, მაგრამ იმავდროულად გვესმის რა გამოწვევები გააჩნია ევროპას– ეს არის მიგრანტების კრიზისი, ეს არის რეფერენდუმები... ჩვენ საკუთარ თავს მოვიაზრებთ როგორც ევროპული ოჯახის ნაწილს, რადგან ისტორიულად ყოველთვის ვიყავით ნაწილი ევროპული კულტურისა. მიგვაჩნია, რომ ევროპა არის ჩვენთვის საბოლოო დანიშნულების ადგილი. ვიზალიბერალიზაციის საკიტხი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია პროდასავლური ძალების მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, რომ იქნება პროცესი დასრულდება 8 ოქომბრამდე, როდესაც ჩვენ გვაქვს საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ რასაკვირველია, ეს არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მისაღები გადაწყვეტილება,"–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს ვიზალიბერალიზაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. პრემიერ–მინისტრმა ასევე ისაუბრა საგარეო საფრთხეებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც დგას საქართველო, არის ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები. „საქართველოს ორი ისტორიული ნაწილი არის ოკუპირებული–სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. არსებობს საკმაოდ მძიმე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხები, ხდება სამხედრო მოძრაობები ორივე ტერიტორიაზე, არსებობს მძიმე დარღვევები ძირითადად ადამიანის უფლებების კუთხით. ამ საოკუპაციო ზონების მიღმა არის პრობლემები ეთნიკურ ქართულ მოსახლეობასთან დაკავშირებით. მათ ართმევენ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას, ართმევენ და უზღუდავენ ქონებრივ უფლებებს. გუშინ ადგილი ჰქონდა ახალი ნიშნების დამონტაჟებას, მიმდინარეობს ბორდერიზაციის პროცესი, გვყავს ეთნიკური ქართველები, რომლებსაც პერიოდულად ატყვევებენ საოკუპაციო ძალები. ეს ადამიანები ხვდებიან ციხეებში და ხშირად მათგან ითხოვენ გამოსასყიდს. მიუხედავად ყველაფრისა, ვერაფერი შეცვლის საქართველოს ბედს, რომელსაც თავად ქართველი ხალხი განსაზღვრავს. არასოდეს იყო საქართველოს სუვერენული განწყობა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს და მიუხედავად ყველა ამ გამოწვევისა, ჩვენი კონსოლიდაციის და გაერთიანების სურვილი და განწყობა ამ სტრატეგიული მიზნების გარშემო არის ძალიან ძლიერი. მე ვერ ვხედავ ვერანაირ მნიშვნელოვან საფრთხეს, რაც შეაფერხებს დასავლეთისკენ სვლას და გადაგვახვევინებს ამ სტრატეგიული გზიდან," – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















