მიხეილ ჯანელიძე: საქართველო მიისწრაფვის ნატოსკენ რადგან იგი არის თავისუფალი სამყაროს გარანტი
საქართველო, თბილისი - 11:55 | 09.06.2016 ნანახია: 1808"საქართველო მიისწრაფვის ნატოსკენ რადგან გვჯერა, რომ ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ჩვენთვის უაღრესად ღირებულ ფასეულობებს. იგი არის თავიუფალი სამყაროს უსაფრთხოების გარანტი, საქართველო კი დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან და მანამდეც რკინის ფარდის მიღმა, იყო და არის ქვეყანა, რომელიც იბრძოდა თავისუფალი სამყაროს ფასეულობებისთვის. ეს ფასეულობები ჩვენი მისწრაფებაა და სწორედ ნატო-ს მოვალეობაა და მისი მთავარი ინტერესია დაიცვას თავისუფალი სამყარო და ის ადამიანები, რომლებიც ამ ფასეულობებისთვის იბრძვიან"- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ
ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამართულ კონფერენციაზე "The Future of NATO Enlargement and New Frontiers in European Security" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე. როგორც მიხეილ ჯანელიძემ ატლანტკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა ნატო-ს გაფართოების პოლიტიკა მნიშნელოვანი პროცესია არა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ ისწრაფიან, არამედ თავად ალიანსისთვისაც, რადგან ეს პროცესი უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების დამკვიდრებას.
"საქართველოს ალიანსში გაწევრიანება ქართველი ხალხის არჩვანია. ჩვენ ევროპული და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში გაერთიანებას ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესად მივიჩნევთ, რისი ნაწილიც ისტორიულად ვართ. ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ინტეგრაციის იმ მექანიზმების გამოყენებით, როგორც არის წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია და არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი. საქართველო რეგიონალურ მოდელად იქცა ინსტიტუციური რეფორმების გატარების თვალსაზრისით"-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მისივე თქმით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ყველასათვის, რომ ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია და მრავლისმომცველი რეფორმები არა მხოლოდ აღიარებულია, არამედ კონკრეტული შედეგით გვირგვინდება.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება კიდევ უფრო მკაფიო სიგნალს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების შეუქცევადობის თვალსაზრისით და ასევე პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.
ატლანტიკრი საბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენციაში, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების პროცესსა და ევროპული უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრი, საქართველოსა და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრები, უკრაინის პოლიტიკური წრეების წარმომაგენლები, ამერიკის შერთებული შტატების ანალიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















