პრემიერ-მინისტრი: ყველა ღონეს ვხმარობს, რათა საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსხვილ ექპორტიორად იქცეს
საქართველო, თბილისი - 16:46 | 06.06.2016 ნანახია: 1641
ჩვენი მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რათა სოფლის მეურნეობის საწარმოებისთვის მოსახერხებელი გარემო შექმნას და საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსხვილ ექპორტიორად აქციოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ს საქართველოში საქმიანობის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და CNFA–ს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა შეაფასა. პრემიერ–მინისტრის თქმით, 10 წლის მანძილზე CNFA ქართველ გლეხთათვის არა მარტო პარტნიორი, არამედ მეგობარიც იყო.
„10 წელზე მეტია CNFA უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქვეყნის სოფლის მეორნეობის გარდაქმნის პროცესში. აშშ-ს მთავრობის, განსაკუთრებით კი USAID-სა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დახმარებით, საქართველოს CNFA-ს მსგავსი ორგანიზაციების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა. 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ, USAID-ის პროგრამის საშუალებით CNFA-მ საქართველოს დაუყოვნებლივ შესთავაზა დახმარება. კონფლიქტის ზონაში მყოფი ათასობით იძულებით გადაადგილებული ადამიანი და მეურნეობა გაჩერდა. საქართველოში USAID-ის სოფლის მეურნეობის რისკის შემცირების პროგრამის წყალობით (GARRP), CNFA-მ ადგილობრივ ფერმერებს უმნიშვნელოვანესი დახმარება გაუწია, წვლილი შეიტანა იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესში და ხელი შეუწყო გაზაფხულზე თესვისა და ბაღის მოვლის პროცესის აღდგენას. გარდა ამისა, ბაღების მოვლის ხელშეწყობის მიზნით, CNFA-მ ქართუ ბანკთან ერთად ელექტრონული ვაუჩერების საბარათე სისტემა დანერგა. აღნიშნული ბარათები გადაეცა 17 000-ზე მეტ ფერმერს, რომლებმაც მცენარეების მოვლის 5,8 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქტები შეიძინეს,“–აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საერთო ჯამში, CNFA-მ საქართველოში 8 პროექტის რეალიზაციას შეუწყო ხელი. მისივე ინფორმაციით, USAID-ისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეშვეობით, ამერიკის მთავრობამ დახმარება გაუწია 430-ზე მეტ სოფლის მეურნეობის საწარმოს, შექმნა 3500-ზე მეტი სამუშაო ადგილი და აამაღლა 140 000-ზე მეტი პირის კვალიფიკაცია.
„ასეთი გულუხვი დახმარების შედეგად, CNFA-ს მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების გაყიდვებმა 51 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ, ამგვარი თანამშრომლობის მეშვეობით, ამ შედეგების მიღწევა შევძელით. კიდევ უფრო ვამაყობ იმ გარემოებით, რომ შემიძლია განვაცხადო - CNFA არა მარტო საქართველოს პარტნიორი, არამედ ნამდვილი მეგობარია,“–განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ–მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის სექტორში გატარებული ღონისძიებების შესახებ. მისი თქმით, გასული 4 წლის მანძილზე საქართველოს მთავრობამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები სოფლის მეურნეობის ძირითად დარგებში, წარმატებით დასრულდა საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციისა და აღდგენის 120-ზე მეტი პროექტი, 2012 წლის შემდეგ გაორმაგდა სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი.
„სოფლის მეურნეობის რეფორმირების მიზნით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ახალმა მთავრობამ შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო. ეს ღონისძიებები ექსპორტისა და წარმოების მოცულობის ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას ისახავდა მიზნად... საქართველოს ევროკავშირისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოებთან და თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობს. დავასრულეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან; ამავე საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან,“–აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ–მინისტრმა ასევე ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებზე. მისი თქმით, სხვადასხვა პროექტის მეშვეობით, სახელმწიფომ დახმარება გაუწია 800 000-ზე მეტი წვრილ ფერმერს.
„2014 წლის შემდეგ თითქმის 1400 კოოპერატივი დაარსდა. მათი წევრების რაოდენობა 12000-ს აღემატება.ჩვენ წამოვიწყეთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი და თანადაფინანსების სხვა მექანიზმები, რაც ხელს უწყობს ახალი საწარმოების დაარსებას და, ამგვარად, სოფლის მეურნეობის სექტორის გეოგრაფიულ დივერსიფიცირებას. შეღავათიანი აგრო-კრედიტის წყალობით დაარსდა 148 ახალი საწარმო და გაფართოვდა თითქმის 700 მათგანი, სახელმწიფომ მონაწილეობა მიიღო 28 სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებელი საწარმოების დაფინანსებაში. სანერგე მეურნეობებისა და ბაღების თანადაფინანსებაზე ორიენტირებული მრავალი ახალი პროექტი, მათ შორის, „დანერგე მომავალი“ ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხარისხის ზრდას. ახალი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის გახსნა მოწინავე კვლევითი და ინოვაციური ტექნიკის სამეურნეო პრაქტიკაში დანერგვას ემსახურება. სულ ახლახანს, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და ევროკავშირის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, დაარსდა მსოფლიო დონის ფიტოსანიტარული ლაბორატორია. ესაა საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინებისა და განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალი. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა აქ დამსწრეთა დიდი ნაწილის მხარდაჭერისა და თავდადების გარეშე",- განაცხადა პრემიერმა.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთხელ მიულოცა „ოქროს საწმისის“ ორდენით დაჯილდოება CNFA-ს ყოფილი პრეზიდენტს და აღმასრულებელი დირექტორს, CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრს, ჯონ კოსტელოს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, გიორგი კვირიკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრებს - დავით კირვალიძეს და შალვა ფიფიას. მან იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ხელშეწყობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგი ქვეყნის განვითარებული ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად იქცევა.
პოლიტიკა
- სახალხო დამცველმა პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
საზოგადოება
- დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა ახლა ილია მეორე ყველასთვის მფარველი ანგელოზია - კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი
- მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
- ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
- კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამგლოვიარო პროცესია სიონისკენ მიემართება
სამართალი
- 22 მარტს სამებასთან ტერორისტულ აქტებზე 2 ზარი შემოვიდა, ავტორი ამბობდა, რომ იყო შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა ტაძრის ტერიტორია - არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















