„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ვანის სამედიცინო ცენტრის რეაბილიტაცია დაასრულა
საქართველო, თბილისი - 14:10 | 04.06.2016 ნანახია: 1674ვანის საავადმყოფოს რეაბილიტაცია დასრულდა. სამედიცინო ცენტრში როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ მომსახურეობას პაციენტები უკვე ერთი თვეა იღებენ, ოფიციალური გახსნა კი 2 ივნისს შედგა. გახსნის ცერემონიას სამედიცინო პერსონალთან და ადგილობრივი მთავრობის წევრებთან ერთად „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამედიცინო დირექტორი ბესიკ ფესტვენიძე, „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორი სოფიო გასიტაშვილი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ აღებული ვალდებულების შესაბამისად, ვანის საავადმყოფოში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, გაფართოვდა საწოლფონდი და კლინიკა აღიჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურით.
11 საწოლზე გათვლილი სამედიცინო ცენტრის ძირითადი მიმართულებებია:
- გადაუდებელი ამბულატორიული თერაპია
- გადაუდებელი ამბულატორიული პედიატრია
- გადაუდებელი ამბულატორიული ქირურგია
- გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული თერაპია (ზოგადი თერაპია, კარდიოლოგია, ნევროლოგია)
- გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული პედიატრია
- გინეკოლოგიური მიმართულება
- ოტორინოლარინგოლოგიური მიმართულება
- ოფთალმოლოგიური მიმართულება
- უროლოგიური მიმართულება
ვანის კლინიკაში 53 ადამიანია დასაქმებული. პაციენტებს ემსახურება მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისიდან მოწვეული ექიმები. ახალი კლინიკის ოპერირებას ჯეო ჰოსპიტალსი ახორციელებს.
სოფიო გასიტაშვილი, შპს „ჯეო ჰოსპიტალს’’-ის გენერალური დირექტორი: შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს’’-ის კლინიკათა ქსელს, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს 5 რეგიონში ახალი, ვანის სამედიცინო ცენტრი შეემატა. ჩვენს ქსელში ყოვედღიურად ათასობით პაციენტი იღებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობას.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ერთ-ერთი ლიდერი იყო იმ კომპანიათა შორის, რომელიც ჩართული იყო უმწეოთა დაზღვევის პროექტში 2007-2012 წწ. და ამ პროგრამის ფარგლებში სოლიდური ინვესტიცია განახორციელა ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, კერძოდ: 16 კლინიკის მშენებლობა-რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში.
2012 წლის შემდეგ, უმწეოთა დაზღვევის პროგრამაში შევიდა ცვლილებები, რის გამოც უწყებათაშორის კომისიასთან შედგა მოლაპარაკება - მაღალმთიან რეგიონებში არსებული არარენტაბელური კლინიკების სახელმწიფოს მიერ გამოსყიდვის თაობაზე. ამავე შეთანხმების ფარგლებში „ჯიპიაი ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიას, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ს დაეკისრა გარკვეული დამატებითი ვალდებულებები. მათ შორის ერთ-ერთი იყო ვანის კლინიკის რეაბილიტაცია.
მოხარული ვარ, რომ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები მითითებულ ვადაში შესრულდა და ჯეო ჰოსპიტალსმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური სისტემების გაუმჯობესების საქმეში.
შპს „ჯეო ჰოსპიტალს’’-ის ქსელი საქართველოს მასშტაბით 23 კლინიკას მოიცავს და 450 საწოლს ემსახურება.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















