დიმიტრი ქუმსიშვილი: გვინდა, რომ ზუგდიდის აეროპორტი 20 წლის ვადით გავიტანოთ კონცესიით
საქართველო, თბილისი - 10:19 | 01.06.2016 ნანახია: 1845
“ჩვენ გვინდა, რომ ზუგდიდის აეროპორტი 20 წლის ვადით გავიტანოთ კონცესიით”, აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა. მინისტრის თქმით, ეს იქნება საინვესტიციო ვალდებულებები, რომლის დაკმაყოფილებაც ინვესტორს მოუწევს.
„ზუგდიდის აეროპორტზე ჩვენ ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ვისაც აქვს ინტერესი, ჩაერთოს ადგილობრივი აეროპორტების განვითარებაში, მონაწილეობა მიიღოს გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში. ჩვენ გვინდა, რომ ზუგდიდის აეროპორტი 20 წლის ვადით გავიტანოთ კონცესიით, აქ იქნება საინვესტიციო ვალდებულებები – დაინტერესებულმა მხარემ უნდა აღადგინოს ასაფრენ–დასაფრენი ზოლი, გააკეთოს სამიმოსვლო ბილიკი, თვითმფრინავების სადგომი, აეროპორტისა და აეროდრომისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ა.შ. ჩვენ ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებული გვაქვს ადგილობრივი აეროპორტისთვის, თუმცა, თუ დაინტერესება იქნება და ვინმე გვეტყვის, რომ საერთაშორისო აეროპორტის განვითარება სურს ზუგდიდში, ამას მივესალმებით და ხელს შევუწყობთ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობასა და ოპერირებისთვის ინვესტორს ეძებს. შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” დაინტერესებულია ქალაქ ზუგდიდში (ს. ინგირი), მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე განხორციელდეს აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მისი შემდგომი ოპერირება.
აღნიშნული მიზნით, ყველა პირობის შეთანხმების შემთხვევაში, გამოვთქვამთ სურვილს იჯარისა და აღნაგობის უფლებით გადავცეთ დაინტერესებულ კომპანიას შესაბამისი უძრავი ქონება და გავუფორმოთ აეროპორტის ოპერირების ხელშეკრულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “საქართველოს აერპორტების გაერთიანება” იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას, გამოხატონ ინტერესი ქალაქ ზუგდიდში, გადასაცემ უძრავ ქონებაზე ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და შემდგომ ოპერირებაზე, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად.
წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა არაუგვიანეს 2016 წლის 21 ივნისის 18:00 საათისა ადგილობრივი დროით.
წინადადებები წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება); აღნიშნული მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია წინადადებების წარმოდგენა განხორციელდეს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: business@airports.ge
დოკუმენტს ინტერესთა გამოხატვის მოწვევაზე იხილავთ მოცემულ ბმულზე
http://www.airports.ge/ima…/stories/…/interestagamoxatva.pdf
პოლიტიკა
- მარტა კოსი გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს პრორუსი მმართველი ავტოკრატებთან მეგობრობს - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე
- პრემიერ-მინისტრი წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება - გია ვოლსკი თურქმენეთის ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობაზე
- სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას - გიგა ფარულავა
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ ექსპანსია ცენტრალურ აზიაში - Mobil-თან პარტნიორობით უზბეკეთში პირველი სერვისცენტრი გაიხსნა
- 25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
- სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე - Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა
- CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















