შიდა ქართლის სოფლებში მოსახლეობას აგროდაზღვევის პროგრამა გააცნეს
საქართველო, თბილისი - 11:32 | 28.05.2016 ნანახია: 1477სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი ლევან მაღრაძე, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შეხვდა.
ლევან მაღრაძემ მრავალწლოვანი ხეხილის დაზღვეული ბაღები დაათვალიერა და ფერმერებთან აგროდაზღვევის პროგრამის მიმდინარეობის დეტალები განიხილა. გორის რაიონის სოფლებში ზერტში, ხელთუბანსა და კარალეთში მცხოვრებ ფერმერებს პროგრამის მენეჯერმა სრული ინფორმაცია მიაწოდა პროგრამით გათვალისწინებული სარგებლის შესახებ. ლევან მაღრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ფერმერი, რომელიც აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარი უნდა გახდეს, ხელშეკრულების გაფორმებამდე დეტალურად გაეცნოს იმ პირობებს, რომელსაც პროგრამა ითვალისწინებს. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შესაბამისი სამსახური აგროდაზღვევის პროექტის მიმდინარეობის პროცესში გარკვეული სახის პრობლემის გაჩენის შემთხვევაში ოპერატიულად ჩაერთვება.
საქართველოს მასშტაბით აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 1,029 პოლისი გაიცა. სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 850,200 ლარი შეადგინა.
2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად პროექტის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, თითოეული დამზღვევი 60% ნაცვლად მიიღებს 70% - იან თანადაფინანსებას პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40-ის ნაცვლად 50%-ს.
მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.
აგროდაზღვევის პროგრამის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო. 2014- 2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში:
- გაცემულია 28,690 პოლისი
- დაზღვეული ფართობი შეადგენს 23,667 ჰა
- ჯამში დაიზღვა 193,343,000 ლარის მოსავალი
- ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ მოახდინა 13,809,000 ლარის სუბსიდირება
- 2 წლის განმავლობაში ფერმერებმა 13,770,000 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება მიიღეს
აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი ისევე როგორც შარშან წელსაც 10 მილიონ ლარს შეადგენს.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.
პოლიტიკა
- სანქცირებულთა სია ფართოვდება და აღარ შეიცავს მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს, ვინც „ოცნების“ ბოროტმოქმედების თანაზიარია, მოუწევს„ოცნებასთან“ ერთად ჩინეთის, ირანის, ვენესუელას და ნაურუს ამარა დარჩენა - გრიგოლ გეგელია
- წვრთნები, „მტკიცე სული“, ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას - აშშ-ის საელჩო
- უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა - ირაკლი კობახიძე
- ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში - ფედერალისტები
საზოგადოება
- „თეგეტა მოტორსი“ გარემოსთვის - დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმენდილია
- PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
- „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
- ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
სამართალი
- ანდრო ჭიჭინაძის და კიდევ 10 პირის საქმის მთავარი გამომძიებლის განცხადებით, ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის
- ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს
- ლუკა კურტანიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
- სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია, რომ თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ეს ეხება დანარჩენებსაც, ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს - ანდრო ჭიჭინაძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება