გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელშიც დაცულია თითოეული ადამიანის თავისუფლება
საქართველო, თბილისი - 13:44 | 26.05.2016 ნანახია: 1668
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე, წვევამდელების სამხედრო ფიცი საქართველოს პრეზიდენტმა, სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა.
უმაღლესმა მთავარსარდალმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენს თანამემამულეებს, აფხაზ და ოს ხალხს და ემიგრანტებს მიულოცა.
„თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს. ეს დღე, მე მინდა, მივულოცო, ჩვენს თანამემამულეებს, აფხაზ და ოს თანამემამულეებს. მე მინდა ეს დღე მივულოცო საქართველოს მილიონობით მხარდამჭერს მთელს მსოფლიოში და ჩვენს მეგობრებს. მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს.
უპირველესად, მინდა მივულოცო ჩვენს თანამებრძოლებს-საქართველოს ჯარს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე იმ საერთაშორისო მისიებში, რომლებშიც ისინი ემსახურებიან სამშობლოს.
მინდა მივულოცო ჩვენს მოკავშირეებს, რომლებიც დღეს აქ, თავისუფლების მოედანზე ამაყად დგანან ჩვენთან და იცავენ ჩვენ საერთო - საქართველოს დამოუკიდებლობის იდეალებს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ გმირებს, ვინც სიცოცხლე გასწირა ამ მშვენიერი დღისათვის. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს თანამემამულეს, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ, შეეწირა ოკუპაციას სოფელ ხურჩაში. დღეს ჩვენ ვფიქრობთ, როგორ იდგებოდნენ ისინი ჩვენთან ერთად და როგორ იზეიმებდნენ დღევანდელ დღეს და მომავალ ჩვენს გამარჯვებებს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ, 25 წლის წინ, ჩვენი თანამებრძოლები, მთელ ერთან ერთად, როგორ გავერთიანდით ეროვნულ მოძრაობაში და მივაღწიეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ამ ბრძოლის ლიდერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელმაც ეს დღე რეალობად აქცია.
25 წლის წინ, ჩვენ დავიწყეთ სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ.
თავისუფლებისკენ სვლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევქმნათ თავისუფალი ადამიანების მიერ შექმნილი თავისუფალი საზოგადოება.
თავისუფალი ადამიანი არა მარტო თავად არის თავისუფალი, არამედ იცავს და პატივს ცემს სხვათა თავისუფლებასაც. ასეთი საზოგადოება უნდა შევქმნათ ჩვენ!
ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელშიც დაცულია თითოეული ადამიანის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ტრადიციები და ეს არის ჩვენი ღირებულებები.
სწორედ ამიტომ, ამ სულისკვეთებით, წლევანდელი წელი, დამოუკიდებლობის 25-ე წელი, მე „ევროპული სახელმწიფოს“ წლად გამოვაცხადე, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ინდივიდუალური და კულტურული ევროპელობა, ჩვენ სახელმწიფოებრიობაში სწორედ ამ წელს უნდა გადავიტანოთ.
წელს ჩვენ კიდევ გადავდგამთ მტკიცე ნაბიჯებს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე.
დღეს, აქ თქვენთან ვდგევარ და ვზეიმობ ამ მშვენიერ დღეს და ვხედავ იმ გამარჯვებებს, რომლებშიც ჩვენ ერთად ვიქნებით. იმ გამარჯვებებს, რომლებსაც ჩვენ მივაღწევთ, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და თანამედროვე ერი.
ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“ - მიმართა საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს.
თავისუფლების მოედანზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქრათველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისას დაღუპულთა ხსოვნას.
დღეს ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის 432-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.
სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის პარალელურად, საქართველოს ხუთ რეგიონში - კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში გაიმართა.
თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, სამხედრო ორკესტრების მსვლელობა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული სამხედრო ორკესტრი, აშშ-ს საჰაერო ძალებისა და დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო - სადესანტო პოლკის ორკესტრები.
ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, სტუმრებმა თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















