მიხეილ ჯანელიძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
საქართველო, თბილისი - 10:01 | 24.05.2016 ნანახია: 1565
2016 წლის 23 მაისს, ქ. ბრიუსელში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა რიგით მეშვიდე შეხვედრა, რომელსაცთავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ფედერიკა მოგერინი.
მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანესჰანმა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსი პარტნიორი ქვეყნის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მაღალი რანგისოფიციალურმა პირებმა. მინისტერიალს, ასევე ესწრებოდნენ ევროპის საინვესტიციო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებისწარმომადგენლები. ქართულ დელეგაციას შეხვედრაზე ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე.
მინისტერიალი გაიხსნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინისადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის მისასალმებელი სიტყვით.
შეხვედრაზე მსჯელობა წარიმართა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტზე შეთანხმებული პრიორიტეტების განხორციელების კუთხითმიღწეულ პროგრესზე და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო ნაბიჯებზე, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის პროცესისგათვალისწინებით.
ევროკავშირი მიესალმა პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესში მიღწეულ შედეგებს და ხაზი გაუსვა მომდევნო წელს დაგეგმილისამიტისთვის მეტი პროგრესის წარმოჩენის მნიშვნელობას. მინისტერიალის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა, ასევე, რეგიონსა და მსოფლიოშიარსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე.
საქართველოსთან მიმართებაში, ევროკავშირი მიესალმა ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ თვალსაჩინო წარმატებებს. წევრისახელმწიფოების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თვალსაზრისით არსებული პროგრესი და მისიწარმატებით დასრულების აუცილებლობა. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა რეფორმებისგანხორციელების კუთხით და ხაზი გაუსვა ამ ტემპის შენარჩუნების მნიშვნელობას პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისპროცესის წარმატებისათვის.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მნიშვნელობას, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულასაქართველოს ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. მინისტრმა წარმოადგინა ქართული მხარის ხედვა იმ კონკრეტულ პრიორიტეტულმიმართულებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურითანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიზნების განხორციელების პროცესშიდიფერენციაციისა და „მეტი-მეტისათვის" პრინციპების დაცვის აუცილებლობას, რაც თითოეულ პარტნიორ ქვეყანას აძლევს შესაძლებლობასევროკავშირთან ურთიერთობები განავითარონ მათი ეროვნული ინტერესებისა და ამბიციების შესაბამისად.
მიხეილ ჯანელიძე მიესალმა ევროკავშირის მხრიდან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის დასრულებას, რის შემდეგ ხელშეკრულება ძალაში უკვემიმდინარე წლის ივლისიდან შევა და ოფიციალურად გახდება საქართველოს ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობისგანმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო.
საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოკლე ხანში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ევროკავშირთან წარმატებით დასრულდება, რაცგააღრმავებს ხალხთაშორის კავშირს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობას. მან ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზე. მან მინისტერიალისმონაწილეების ყურადღება მიაპყრო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე,რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის არსებობის მნიშვნელობა.
მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჯანელიძემ კიდე ერთხელ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე მზაობა ევროინტეგრაციისდღის წესრიგის წარმატებით განხორციელებისათვის, მათ შორის ასოცირების შეთანხმების აღსრულების გზით.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















