დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველო არის პატარა, მაგრამ ძალიან მიმზიდველი ქვეყანა საერთაშორისო ინვესტიციებისთვის, მისი ბაზარი ღიაა
საქართველო, თბილისი - 10:24 | 19.05.2016 ნანახია: 1561„ეკონომიკური ჰაბები და სატრანსპორტო დერეფნები - სამომავლო სტრატეგიები, პოლიტიკური და ბიზნეს მოდელები“, - ასე ერქვა ბერლინის ეკონომიკური ფორუმის სესიას, რომელშიც ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მოხსენებით გამოვიდა და საქართველოს სატრანზიტო და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა. ვიცე–პრემიერმა გაამახვილა ყურადღება სატრანსპორტო–ლოგისტიკურ პროექტებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება ან სამომავლოდაა დაგეგმილი. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იმ ღონისძიებებმა, რომლებიც მიმართულია გაზარდოს საქართველოს როლი ახალი აბრეშუმის გზის დერეფნის შემდგომ განვითარებაში.
ვიცე–პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო არის პატარა, მაგრამ ძალიან მიმზიდველი ქვეყანა საერთაშორისო ინვესტიციებისთვის, მისი ბაზარი ღიაა, ხოლო ეკონომიკა - ლიბერალური. მისი განცხადებით, საქართველოს უკავია სტრატეგიული მდებარეობა ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთს შორის, ბიზნესის ხელშემწყობმა გარემომ, ძლიერმა რეგიონულურმა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებმა, სტრატეგიულმა ადგილმდებარეობამ ევროპა–აზიის გზაჯვარედინზე, საქართველო გადააქცია მოწინავე საინვესტიციო შესაძლებლობების ქვეყნად.
ვიცე–პრემიერმა დეტალურად ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო წლებში. თუმცა, მისი შეფასებით, მთავრობის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას შეადგენს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება და მისი, როგორც რეგიონის ეკონომიკური და ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს გავლით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვის გაზრდა. დღეს ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა 600 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ვიცე–პრემიერის განცხადებით, ახალი აბრეშუმის გზის განვითარებით შესაძლებელი იქნება აღნიშნული ტვირთის ნაწილის ამ დერეფანში მოზიდვა.
თავის გამოსვლაში დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა სარკინიგზო გადაზიდვებზე, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ჩინეთიდან ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს გავლით განხორციელდა და რომლის დროსაც ჩინეთიდან ტვირთის საქართველოში ჩამოტანა რეკორდულად მცირე დროში 7–9 დღემდე განხორციელდა. ვიცე–პრემიერმა ასევე ისაუბრა რეგიონული თანამშრომლობის ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიცა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება, ასევე ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ–დასავლეთის შემაერთებელი მაგისტრალის მშენებლობა და საქართველოს ტერიტორიაზე თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარება.
სესიაში „ეკონომიკური ჰაბები და სატრანსპორტო დერეფნები - სამომავლო სტრატეგიები, პოლიტიკური და ბიზნეს მოდელები“ ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის, რუსეთის, ლატვიის სამთავრობო და მსხვილი სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე Deutsche Bahn AG-ის აღმასრულებელი დირექტორი რუდიგერ გრუბე, რომელმაც დიდი ინტერესი გამოხატა ახალი აბრეშუმის გზის დერეფნის განვითარების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე პროექტების მიმართ, დუისბურგის პორტის აღმასრულებელი დირექტორი ერიკ სტააკე და ევროკომისიის წარმომადგენელი ჰენრიკ ჰოლოლეი.
სესიის გამომსვლელთა შორის განსაკუთრებული აქცენტები იყო გაკეთებული ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანზიტო დერეფნების განვითარებასა და შესაბამის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვაზე. ამ მიმართებით, ყველა გამომსვლელმა აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია, გახდეს რეგიონის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო–ლოგისტიკური ცენტრი. აღინიშნა, რომ აუცილებელია გაღრმავდეს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსთან, რათა ქვეყანამ უკეთ შეძლოს საკუთარ ტერიტორიაზე გაზრდილი ტვირთბრუნვის გატარება და სატრანზიტო ფუნქციის უკეთ შესრულება.
ბერლინის ეკონომიკური ფორუმი ეუთოს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პირადად მინისტრ ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერის პატრონაჟით გაიმართა. წლევანდელი კონფერენციის ცენტრალური მიმართულება იყო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები ეუთოს სივრცის ქვეყნებსა და ჩინეთს შორის.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ეუთოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლებმა და მსხვილი ბიზნესის ხელმძღვანელებმა. ფორუმზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მრავალმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარებასა და თანამშრომლობაზე სხვადასხვა რეგიონებს შორის, რაც გამოიწვევს ნდობის აღდგენას და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















