გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია თიბისი გალერეაში
საქართველო, თბილისი - 12:50 | 11.05.2016 ნანახია: 1426
თიბისი გალერეამ გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული წიგნის, „ნაცნობ ქიმერათა ფერხულის" პრეზენტაციას უმასპინძლა, რომელიც ავტორმა მკითხველს თავად წარუდგინა.
„ნაცნობ ქიმერათა ფერხული" გელა ჩარკვიანის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი ავტობიოგრაფიაა, რომელიც არაორდინარული და ხშირად დრამატული მოვლენების უშუალო მონაწილის მიერაა დაწერილი.
ავტორი წიგნში გულწრფელად გვიყვება ისტორიებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს მასზე გავლენა იქონიეს. გარდა ამისა, გვიზიარებს პროფესიონალის გამოცდილებას, რაც წიგნს განსაკუთრებულად ღირებულს ხდის.
„ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნში საუბარია 1992-2003 წლამდე პერიოდზე. ეს ის პერიოდია, როდესაც მე საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი ვიყავი საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. ძალიან საინტერესო პერიოდი იყო, მაშინ დგინდებოდა საქართველოს დასავლური კურსი. თუმცა, ამ პერიოდის გარდა, წიგნში „იჭრებიან" ეპიზოდები ბავშვობიდან, ახალგაზრდობის წლებიდან და მომავლიდანაც კი. ეპილოგი მთლიანად ჩემს მეუღლეს ეძღვნება",- განაცხადა გელა ჩარკვიანმა პრეზენტაციაზე.
„ნაცნობ ქიმერათა ფერხულს" ავტორის გარდა უამრავი პერსონაჟი ჰყავს. მათი ნაწილი პრეზენტაციას დაესწრო და აუდიტორიას საკუთარი ისტორიები გააცნო.
თიბისი გალერეაში მისულმა სტუმრებმა გელა ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული წიგნი სპეციალური ფასდაკლებით შეიძინეს.
„ნაცნობ ქიმერათა ფერხული" გამომცემლობა „ინტელექტმა" გამოსცა.
პოლიტიკა
- სანქცირებულთა სია ფართოვდება და აღარ შეიცავს მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს, ვინც „ოცნების“ ბოროტმოქმედების თანაზიარია, მოუწევს„ოცნებასთან“ ერთად ჩინეთის, ირანის, ვენესუელას და ნაურუს ამარა დარჩენა - გრიგოლ გეგელია
- წვრთნები, „მტკიცე სული“, ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას - აშშ-ის საელჩო
- უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა - ირაკლი კობახიძე
- ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში - ფედერალისტები
საზოგადოება
- „თეგეტა მოტორსი“ გარემოსთვის - დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმენდილია
- PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
- „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
- ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
სამართალი
- ანდრო ჭიჭინაძის და კიდევ 10 პირის საქმის მთავარი გამომძიებლის განცხადებით, ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის
- ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს
- ლუკა კურტანიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
- სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია, რომ თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ეს ეხება დანარჩენებსაც, ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს - ანდრო ჭიჭინაძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება