პროკურატურამ გიორგი უდესიანისა და ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველო, თბილისი - 14:16 | 05.05.2016 ნანახია: 1807საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესარიონ ხარძიანი შპს „კუს ტბა კალასა“ და შპს „კუს ტბა პალასის“ პარტნიორები გახდნენ. 2011 წელს, გიორგი უდესიანმა ბესარიონ ხარძიანისა და მისი ოჯახის წევრებზე გაფორმებული წილის უკანონოდ დაუფლებისა და ქონებრივი სარგებლის მიღების, ასევე ხსენებული კომპანიებიდან იძულებით გაყვანისა და შესაბამის ქონებებზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით შეიმუშავა და განახორციელა დანაშაულებრივი გეგმა.
2011 წელს, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ბესარიონ ხარძიანი მოთავსებული იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილეში. გიორგი უდესიანი დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაუკავშირდა აღნიშნული საპყრობილის იმჟამინდელ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, რომელთანაც გააჩნდა მეგობრული ურთიერთობა და დაავალა პატიმარ ბესარიონ ხარძიანზე ისეთი სახის ზემოქმედება მოეხდინა, რაც ამ უკანასკნელს იძულებულს გახდიდა მისი და ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ბიზნეს წილები დაეთმო.
მიღებული დავალების სისრულეში მოყვანის მიზნით, ალექსანდრე მუხაძის მითითებით, პატიმარ ბესარიონ ხარძიანის საკანში მოთავსებული იქნა ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი ორი პატიმარი, რომლებსაც უშუალოდ ალექსანდრე მუხაძისგან მიღებული ჰქონდათ დავალება ნებისმიერი მეთოდით იძულებული გაეხადათ ბესარიონ ხარძიანი დაეთმო კომპანიების - „კუს ტბა კალასა“ და „კუს ტბა პალასის“ წილები. აღნიშნული პირები ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ახორციელებდნენ ბესარიონ ხარძიანზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, სცემდნენ და აიძულებდნენ ქონება გიორგი უდესიანის სასარგებლოდ დაეთმო, რასაც ალექსანდრე მუხაძის დავალებით ასევე ხელს უწყობდნენ საპყრობილეს თანამშრომლები.
ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი პატიმარი ბესარიონ ხარძიანს სისტემატიურად სთხოვდა ეთამაშა აზარტული თამაში, რაზედაც იგი წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ, რამდენიმე დღიანი ზეწოლის შემდგომ, ბესარიონ ხარძიანი დაიყოლია თამაშზე და მოუგო მას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ რესტორანში დაპატიჟება. მოგვიანებით კი განუცხადა, რომ მათი შეთანხმება გულისხმობდა არა რესტორანში დაპატიჟებას, არამედ რესტორნის, როგორც ობიექტის საკუთრებაში გადაცემას. შემუშავებული გეგმის მიხედვით, მეტი დამაჯერებლობისთვის ბესარიონ ხარძიანისთვის შეთავაზებული იქნა ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ წერილის გაგზავნა დავის გადასაწყვეტად. აღნიშნული წერილი გადაცემული იქნა ალექსანდრე მუხაძისთვის.
წერილის შედგენიდან რამდენიმე დღეში, ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილმა პირმა ბესარიონ ხარძიანს გადასცა საპასუხო წერილი, სადაც თითქოსდა ე.წ. „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილებით ბესარიონ ხარძიანის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენდა 800 000 აშშ დოლარს. გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ბესარიონ ხარძიანი თანახმა იყო გადაეფორმებინა მის საკუთრებაში არსებული რესტორანი, თუმცა ვინაიდან ბესარიონ ხარძიანის წამების მიზანს წარმოადგენდა ბიზნეს წილების დათმობა გიორგი უდესიანის სასარგებლოდ და არა რესტორნის, როგორც ობიექტის გადაცემა, ალექსანდრე მუხაძის დავალების შესაბამისად, ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილმა პირმა უარი განაცხადა რესტორნის ჩაბარებაზე და მოსთხოვა ბესარიონ ხარძიანს გიორგი უდესიანის სასარგებლოდ წილების გადაფორმება, ასევე განუცხადა, რომ აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას ემუქრებოდა გაუპატიურება.
საპატიმრო დაწესებულებაში ბესარიონ ხარძიანზე ზემოქმედების პარალელურად, გიორგი უდესიანმა ბესარიონ ხარძიანის ძმაზე, გიორგი ხარძიანზე განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. იგი საკუთარ ოფისში შეხვდა გიორგი ხარძიანს, რომელიც შპს „კუს ტბა კალას“ და შპს „კუს ტბა პალასის“ წილებს ფლობდა. უდესიანმა გიორგი ხარძიანი თანმხლებ პირებთან ერთად სცემა, რა დროსაც დაემუქრა, რომ თუ ხარძიანების ოჯახი კუს ტბის წილებს მის სასარგებლოდ არ დათმობდა, თავად შევიდოდა ციხეში და ბესარიონ ხარძიანის გაუპატიურებას დაესწრებოდა, ხოლო გიორგი ხარძიანს ან მოკლავდნენ, ან მასაც ციხეში შეაგდებდნენ და გააუპატიურებდნენ.
ინტენსიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, პატიმარი ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ ერთ-ერთი ნათესავის სახელზე გაეცათ მინდობილობები და გიორგი უდესიანისთვის დაეთმოთ კუს ტბის (შპს „კუს ტბა კალა“ და შპს „კუს ტბა პალასი“) წილები. გამოძალული ქონების საერთო ღირებულებამ შეადგინა 5 მილიონ ლარზე მეტი.
გამოძიება გრძელდება გიორგი უდესიანის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,1441 მუხლის მე-2 ნაწილითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ხოლო ალექსანდრე მუხაძის მიმართ - 1441 მუხლის მე-2 ნაწილითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















