საჯარო რეესტრმა ბორჯომის რაიონში არქივირების პროექტი დაასრულა
საქართველო, თბილისი - 13:32 | 03.05.2016 ნანახია: 1760
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბორჯომის რაიონში ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა დაასრულა. ამიერიდან ბორჯომში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რეგისტრირებული მონაცემების სრული ისტორია ერთიან ელექტრონულ ბაზაში იქნება განთავსებული. სააღრიცხვო ბარათი შემდეგ ინფორმაციას მოიცავს: სამართლებრივად ვის სახელზეა რეგისტრირებული უძრავი ქონება, სხვადასხვა დროს ვინ იყო მისი მფლობელი, რა ვალდებულებებით იყო და არის დატვირთული (იპოთეკა, იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და ა.შ.)
ბორჯომის რაიონი, რომელიც ბაკურიანსაც მოიცავს, ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით ერთ-ერთი აქტიური ზონაა. იგი საინვესტიციო, ტურისტული და კომერციული აქტივობით ხასიათდება, რაც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციისა და ინფორმაციის მოთხოვნის საჭიროებას განსაკუთრებით ზრდის. სწორედ ამიტომ, არქივირების პროექტის განხორციელებისას საჯარო რეესტრის ერთ-ერთ პრიორიტეტს ბორჯომის რაიონში უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული უფლებების დაარქივება და ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შედგენა წარმოადგენდა.
სულ პროექტის ფარგლებში ბორჯომის რაიონში 1392 ბაინდერი დამუშავდა. შეიქმნა ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რაც მარტივად ხელმისაწვდომს ხდის ინფორმაციის მოპოვებას და კონკრეტულ უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის განხორციელებას.
საჯარო რეესტრი რეგისტრირებული მონაცემების ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის (არქივირების) პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს საჯარო რეესტრის ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესრულებას, როგორიცაა ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავება, რეგისტრაციის სწრაფად და ხარისხიანად წარმოება, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ინფორმაციის დაცვა, სარეგისტრაციო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა, მონაცემთა ბაზების სრულყოფა და ზუსტი სტატისტიკური მონაცემების შექმნა, სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის დისტანციური არხების განვითარება (სარეგისტრაციო მონაცემების ცენტრალიზება) და სხვა. პროექტზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 86 თანამშრომელი დაასაქმა. მიმდინარე პერიოდისთვის პროექტში 115 თანამშრომელია დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ არქივირების პროექტის ფარგლებში შექმნილ ელექტრონულ სააღრიცხვო ბარათებს საჯარო რეესტრის გარდა, თავიანთ საქმიანობაში სხვა სახელმწიფო უწყებებიც გამოიყენებენ. მაგალითად, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ნოტარიუსთა პალატა, აღსრულების ეროვნული ბიურო, სერვისების განვითარების სააგენტო, პროკურატურა და სხვა.
ამჟამად მთელი საქართველოს მასშტაბით 45-მდე რაიონია დაარქივებული, პროცესი 4 რაიონში - ჩოხატაურში, ოზურგეთში, ასპინძასა და წყალტუბოში მიმდინარეობს. ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების პროექტის დასრულება დასამუშავებელი მასალისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, 2017 წლის აგივსტოშია დაგეგმილი.
პოლიტიკა
- სახალხო დამცველმა პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
საზოგადოება
- დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა ახლა ილია მეორე ყველასთვის მფარველი ანგელოზია - კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი
- მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
- ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
- კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამგლოვიარო პროცესია სიონისკენ მიემართება
სამართალი
- 22 მარტს სამებასთან ტერორისტულ აქტებზე 2 ზარი შემოვიდა, ავტორი ამბობდა, რომ იყო შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა ტაძრის ტერიტორია - არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















