სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ მოძრაობა „მადლიან საქართველოს“ ფარგლებში სააღდგომო საქველმოქმედო აქციას მართავს
საქართველო, თბილისი - 13:12 | 23.04.2016 ნანახია: 1700სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ სახალხო მოძრაობა „მადლიან საქართველოს“ ფარგლებში სააღდგომო საქველმოქმედო აქციას მართავს და ერთგულ მომხმარებელთან ერთად ვაკის, საბურთალოსა და რუსთაველის ობიექტებზე განთავსებულ „მადლიან კალათებში“ სურსათ-სანოვაგეს შეაგროვებს მათთვის, ვისაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის სათანადოდ აღნიშვნის შესაძლებლობა არ აქვს და სოციალურად დაუცველია. ვაკის „სმარტში“ პარალელურად სოციალურად დაუცველ ბავშვებს შესაძლებლობა ქონდათ საკვირაო სკოლა "რებუსთან“ ერთად სააღდგომო დეკორაციები შეექნათ.
„სუპერმარკეტების ქსელი “სმარტი“ აღდგომის დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ერთგული მომხმარებლისთვის უამრავი უგემრიელესი შეთავაზება და მიმზიდველი აქცია გვაქვს, მაგრამ გვინდა უყურადღებოდ არც ის ადამიანები დავტოვოთ, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა უსახსრობის გამო აღდგომას სადღესასწაულო განწყობა სრულყოფილად შეიგრძნოს. ამიტომ ერთგულ მომხმარებელთან ერთად „მადლიან კალათას“ საჭირო სურსათ-სანოვაგით ავავსებთ და მივცემთ მათ შესაძლებლობას ბრწყინვალე დღესასწაული სათანადოდ აღნიშნოს“, აცხადებენ „სმარტში“
სახალხო მოძრაობა „მადლიან საქართველოს“ მიზანია სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა, ნებელობითი სოციალური სოლიდარობის ტრადიციების ჩამოყალიბება, ქართულ საზოგადოებაში ევროპული სოლიდარული ღირებულებების დამკვიდრება, რათა საქართვეოში ადამიანები უზრუნველყოფილნი იყვნენ საარსებო პირობებითა და საკვებით.
„სახალხო მოძრაობა „მადლიანი საქართველო“ კვლავ განაგრძობს აქციებს „დააპურე საქართველო“ თბილისს, ბათუმსა და ქუთაისში და მოუწოდებს მსხვილი და საუბნო მარკეტების მფლობელებს თავიანთ მაღაზიებში მოაწყონ „მადლიანი კუთხე“, თარო, მაგიდა ან მაცივარი სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ დატოვონ სურსათი იმათთვის ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ და გაულამაზოთ აღდგომა სოციალურად გაჭირვებულებს. სიკეთე ძალაა, ძალა ერთობაშია, ჩვენ ვართ ძალა, ჩვენ ერთად დავამარცხებთ შიმშილს“ განაცხადა „მადლიანი საქართველოს“ პრესს–მდივანმა ვერონიკა სიჭინავა–გოლდმანმა.
პოლიტიკა
- სანქცირებულთა სია ფართოვდება და აღარ შეიცავს მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს, ვინც „ოცნების“ ბოროტმოქმედების თანაზიარია, მოუწევს„ოცნებასთან“ ერთად ჩინეთის, ირანის, ვენესუელას და ნაურუს ამარა დარჩენა - გრიგოლ გეგელია
- წვრთნები, „მტკიცე სული“, ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას - აშშ-ის საელჩო
- უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა - ირაკლი კობახიძე
- ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში - ფედერალისტები
საზოგადოება
- „თეგეტა მოტორსი“ გარემოსთვის - დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმენდილია
- PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
- „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
- ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
სამართალი
- ანდრო ჭიჭინაძის და კიდევ 10 პირის საქმის მთავარი გამომძიებლის განცხადებით, ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის
- ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს
- ლუკა კურტანიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
- სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია, რომ თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ეს ეხება დანარჩენებსაც, ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს - ანდრო ჭიჭინაძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- ვოლვო EX30 ბათუმში - „ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი ინსტალაცია
- Geely Center Tegeta-მ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 11 ახალი ელექტრომობილი გადასცა
- ინოვაცია, ხარისხი და დიზაინი — Lamborghini-ს ცენტრი საქართველოს საავტომობილო რუკაზე
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პრესტიჟული ჯილდოების – Toyota Ichiban 2025-ისა და Going Beyond-ის მფლობელი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება