იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7 %-ით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 11:07 | 19.04.2016
ნანახია: 1366

 2016   წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2145 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 443 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1703 მლნ. აშშ დოლარს (5 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-მარტში 1260 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59 პროცენტი შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე