მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 1.3 %-ით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 15:16 | 16.04.2016
ნანახია: 1316

2016 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 90.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 216.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 1.3 პროცენტით (1.2 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2015 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.4 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 89.6 პროცენტი მოდიოდა.

2016 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 16.6 მლნ აშშ დოლარი (39.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.0 მლნ აშშ დოლარისა (33.0 მლნ ლარისა) გასული წლის მარტში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე