მაია მელიქიძემ კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტი საბანკო სექტორისა და საბანკო ასოციაციის წარმომადგენლებთან განიხილა

საქართველო, თბილისი - 09:47 | 14.04.2016
ნანახია: 1464

კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე საბანკო სექტორისა და საბანკო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის მაია მელიქიძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი ფინანსთა სამინისტროა, ამ ეტაპზე კი, აღნიშნული კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები იგეგმება.

„სანამ ეს პროცესი დაიწყება ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ გარკვეული კონსულტაციები გავმართოთ საბანკო და არასამთავრობო სექტორთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან. ამ პროცესის დასრულების შემდეგ  საბოლოო შეხედულებებს ჩამოვაყალიბებთ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად“,  - განაცხადა მაია მელიქიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე