ხვალ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით კონფერენცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 17:14 | 13.04.2016
ნანახია: 1327

15 აპრილს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით კონფერენცია „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მსოფლიო გამოცდილება“ გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა სტუდენტმა, მათგან მხოლოდ ოცმა მოიპოვა ფინალის საგზური. სწორედ ეს გამარჯვებული ოცი მონაწილე წარმოგიდგენთ საკუთარ ნაშრომებს კონფერენციის დასკვნით ნაწილში.

კონფერენციის მსვლელობის პროცესში დარბაზში გათამაშდება წამახალისებელი პრიზი: ორ კაციანი საგზური (ორი ღამით) ბაკურიანში სასტუმრო „Bakuriani House”-ში.

გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის დამსწრეები, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია 09:00 საათზე.

კონფერენციას  საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ (მეექვსე პავილიონი) 09:00 საათიდან 18:00-მდე უმასპინძლებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე