თამარ ქალდანი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს წარადგენს

საქართველო, თბილისი - 13:33 | 13.04.2016
ნანახია: 1424

ხვალ, 14 აპრილს, ხუთშაბათს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში“ (მის: მ.კოსტავას #14) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ევროპის საბჭოს ექსპერტებთან ერთად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს წარადგენს.

შეხვედრას დაესწრებიან საჯარო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ევროპის საბჭოს ექსპერტები, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე