iPhone 7-ს შესაძლოა ახალი შეფერილობა ქონდეს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 13.04.2016
ნანახია: 1535

iPhone 7-ს შესაძლოა ახალი შეფერილობა ქონდეს. როგორც ცნობილია, Apple საკუთარი გაჯეტების დიზაინს  საკმაოდ იშვიათად ცვლის. თუმცა პერიოდში კომპანია ცდილობს საკუტარი პროდუქციის შეფერილობა გაამრავალფეროვნოს. ასე მაგალითად iPhone 6S-ი და iPhone SE ბაზარზე 4 ფერითაა წარმოდგენილი.

ინტერნეტრესურ 9to5mac-ის მიმომხილველებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ  iPhone 7-ს შესაძლოა ერთი ახალი ფერი დაემატოს, რაც ამ მოდელის სმარტფონის ექსკლუზივი იქნება და სხვა სმარტფონები ამ შეფერილობის არ გამოვა.

9to5mac-მა ახალი ფერის შესახებ ინფორმაცია ვერ მოიპოვა, თუმცა ვარაუდის დიონეზე ორ ვარიანტს ამუშავებს, ესაა ვარდისფერი ან ლურჯი.

 

.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე