ტექნიკურ უნივერსიტეტის ორი პროფესორი საპროტესტო აქციას მართავს
საქართველო, თბილისი - 16:47 | 12.04.2016 ნანახია: 2347
დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისრტაციულ კორპუსში რამდენიმე ადამიანმა შიმშილობის აქცია დაიწყო. ოთხი მოშიმშილედან ორი უნივერსიტეტის თანამშრომელია, ორი კი, როგორც ტექნიკურ უნივერსიტეტში აცხადებენ, „გარედან მოსულია“, ანუ უნივერსიტეტის თანამშრომლები არ არიან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორისა და კანცლერის არჩევნები ჩატარდა უკანონოდ.
არჩევნები უნივერსიტეტში იანვარში ჩატარდა, საპროტესტო აქციის მონაწილე პროფესორებმა, რომელთაგან ერთი, ტყეშელაშვილი, რექტორობის კანდიდატი იყო და არჩვნები 16-0 წააგო, შედეგები იანვარშივე გააპროტესტეს. მათ საჩივრით მიმართეს განათლების სამინისტროს გაენულებინათ არჩევნების შედეგები, ვინაიდან არჩილ ფრანგიშვილმა მესამედ მიიღო მონაწილეობა და კანონი ერთი და იგივე პირის მესამედ რექტორად არჩევას არ ითვალისწინებდა.
განათლების სამინისტრომ ჩაატარა მოკვლევა, რომლის თანახმადაც: „2011 წლიდან საქართველოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ჩნდება ახალი ცნება – „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულება“. ამავე წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისადა საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, რეგისტრირდება როგორც „აიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ და მის დამფუძნებლად მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება სახელმწიფო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახით (ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი პირდაპირ მიუთითებს სამი ტიპის დაწესებულებათა ხელმძღვანელის (რექტორის) პირველ არჩევნებზე). წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული იქნა შესაბამისი დადგენილებები (2011 წელს #411 და 2013 წელს #190), სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებებსა და საქართველოს მთავრობის დადგენილებათა შესაბამისად დამტკიცდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2012 და 2013 წლის წესდებები.
შესაბამისად, 2012 წელს „აიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“, როგორც ახლად რეგისტრირებულ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩატარდა რექტორის პირველი არჩევნები, ხოლო 2013 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, „აიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტრეტი“ გარდაიქმნა „სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტად“. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, 2016 წელს ჩატარებული სტუ-ს რექტორის არჩევნები მიიჩნევა მეორე არჩევნებად“.
მას შემდეგ რაც განათლების სამინისტრომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე დაამტკიცა არჩილ ფრანგიშვილი, რექტორობის ყოფილმა კანდიდატმა და მისმა მომხრეებმა სარჩელი სასამართლოში შეიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გამართულა სასამართლო სხდომა, რატომღაც მომჩივანმა მხარემ ჩათვალა რომ უმჯობესი იქნებოდა შიმშილობის აქცია დაეწყოთ. დღეის მდგომარეობით, როგორც უკვე ვთქვით, შიმშილობს ოთხი პირი, მათ შორის ორი არ არის უნივერსიტეტის თანამშრომელი.
მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს განცხადებას, რომელსაც სრულად გთავაზობთ: „სტუ-ს რამოდენიმე თანამშრომელი ეჭვის ქვეშ აყენებს უნივერსიტეტში ჩატარებული რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მართვის ორგანოების (აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს) არჩევნების კანონიერებას. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ შემდეგი: სტუ-ში 2016 წელს ჩატარებული არჩევნები სრულ შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან. კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან, უნივერსიტეტის წესდებასთან და სხვა სამართლებრივ აქტებთან, რომლებიც არეგულირებენ არჩევნების ჩატარების წესსა და პროცედურებს. ამასთან, უნივერსიტეტის არჩეული მმართველი სუბიექტები, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირების რეესტრში.
აქციის მონაწილე პირების მიერ არჩევნების შედეგები გასაჩივრებული იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ამ უკანასკნელის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე არ გამოვლინდა არჩევნებთან დაკავშირებული რაიმე სახის კანონდარღვევა და შესაბამისად არ დაკმაყოფილდა მათი საჩივარი. მიუხედავად ამისა, საჩივრის ავტორებმა დავა გააგრძელეს სასამართლოში. დღეის მდგომარეობით აღნიშნული საქმეები განხილვის პროცესშია და მათ მიერ განხორციელებული პროტესტის ფორმები აღქმული უნდა იქნეს, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა. გარდა ამისა მათი მხრიდან განხორციელებული ასეთი ქმედებები ხელს უშლის უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესს. აქვე ავღნიშნავთ, რომ აქციის მონაწილეთა ზემოაღნიშნული პრეტენზიები განხილულ იქნა შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოების სხდომაზე, მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ და გადაეცა ეთიკის კომისიებს შემდგომი განხილვისათვის“.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















