საქართველოს პრეზიდენტმა თეთრ სახლში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველო, თბილისი - 11:48 | 01.04.2016 ნანახია: 2062
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას სახელით გამართულ სადილს დაესწრო და ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებს სიტყვით მიმართა.
„ჩემთვის დიდი პატივია სიტყვით მივმართო ბირთვული უსაფრთხოების სამიტს, რომელმაც ერთად შეკრიბა გამოჩენილი სახელმწიფო ლიდერები, რათა შეიქმნას სტაბილური მსოფლიო წესრიგი, ერთიანობისა და ძლიერი საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენ საფუძველი ჩაუყარეთ მნიშვნელოვან დისკუსიებს, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ძალისხმევას გავაძლიეროთ გლობალური ბირთვული უსაფრთხოება.
ჯერ კიდევ სახეზეა მრავალი მნიშვნელოვანი გამოწვევა გარემოს დაცვის მიმართულებით, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების კუთხით.
არ არის საიდუმლო, რომ ზოგიერთმა ტერორისტულმა ჯგუფებმა უკვე აჩვენეს მწვავე ინტერესი მასობრივი განადგურების იარაღით მსოფლიოს დატერორების შესახებ.
თეორიულად რომ ვთქვათ, ტერორისტებმა შეიძლება უკანონოდ მოიპოვონ ბირთვული იარაღი და ტექნოლოგიები. აქედან გამომდინარე, ერთ დღეს, ბირთვული ტერორიზმის საფრთხემ შესაძლოა, საკმაოდ მკაფიო ფორმები შეიძინოს.
ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები კომბინირებული ძალისხმევით უნდა დაიძლიოს.
იმისათვის, რომ ეფექტიანად ავიცილოთ თავიდან ტერორისტების მიერ მასობრივი განადგურების იარაღის მოპოვება, ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაძლიეროთ არსებული უსაფრთხოების არსებული არქიტექტურა.
როგორც ჩანს, ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია. ამ მხრივ, საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება საერთაშორისო საზოგადოებამ პრიორიტეტად უნდა აქციოს.
საქართველომ მიიღო ახალი კანონი „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ", რომელმაც სტრატეგიული ექსპოტის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა გაუთანაბრა ევროპულ სტანდარტებს.
ამავდროულად, ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ" და გავაძლიერეთ სახელმწიფო კონტროლი ბირთვულ და რადიაციულ დაცულობასა და უსაფრთხოებაზე. საქართველომ ასევე ჩამოაყალიბა ახალი სახელმწიფო სტრუქტურა - სააგენტო რადიოაქტიული ნარჩენების მართვის სააგენტო, რომელიც ცენტრალიზებული შენახვისა და განკარგვის მიმართულებით მუშაობს. ატომური ენერგიის საერთაშოსიო სააგენტოსთან შეთანხმების შესაბამისად დავამტკიცეთ 2015-2019 წლების ბირთვული დაცულობის მხრდაჭერის ინტეგრირებული გეგმა და მივიღეთ ქიმიური, ბიოლოგიური რადიაქტიული და ბირთვული რისკების შემცირების ეროვნული სტრატეგია და სამეოქმედო გეგმა.
და რაც მთავარია, როგორც გათვალისწინებული იყო 2014 წლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის კომუნიკეში, ჩვენ განვახორციელეთ მაღალგამდიდრებული ურანისა და რეპატრირებული მაღალი გამდიდრებული ურანის რეპატრიაცია აშშ-ისა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ძლიერი მხარდაჭერით. აქედან გამომდინარე, დღეს მე წარმოვადგენ საქართველოს, როგორც არაბირთვულ სახელმწიფოს.
თუმცა, მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული მასალისა და ტექნოლოგიების გავრცელება, კვლავ რჩება მნიშვნელოვანი შეშფოთების საგნად საქართველოსათვის. გავრცელების მაღალი რისკის რეგიონებთან საქართველოს გეოგრაფიული სიახლოვის გათვალისწინებით, საქართველოს მზარდი სატრანზიტო პოტენციალი შესაძლოა გახდეს გაზრდილი ინტერესის სფერო გარკვეული საერთაშორისო კრიმინალური ჯგუფებისათვის.
მეტიც, ამ თვალსაზრისით, ნება მომეცით დავამატო, რომ რეგიონული და გლობალური ბირთვული უსაფრთხოება შესაძლოა არსებითად დაზარალდეს შესაბამისი კონტროლის მექანიზმების განთავსებისა და საერთაშორისო [დამკვირვებლების] ჩართულობის გარეშე.
საქართველოს იმ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომელიც რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციის გამო, ამჟამად საქართველოს ლეგიტიმური ცენტრალური ხელისუფლების ეფექტიანი კონტროლის მიღმა რჩება და, სადაც საერთაშორისო კონტროლის მექანიზმები არ ვრცელდება.
უფრო კონკრეტულად, ბოლო წლებში, ჩვენ გვქონდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბირთვული და რადიოაქტიული მასალის კონტრაბანდის რამდენიმე დაფიქსირებული შემთხვევა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საფრთხეს.
მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო მზადყოფნა ღია და კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას და უარყოფითი ეფექტების შემცირებას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















