ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხზე, შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს
საქართველო, თბილისი - 12:08 | 29.03.2016 ნანახია: 1807
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს რეგისტრაციაში გაატარა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხზე რეფრენდუმის გამართავს ითხოვს.
„ცესკო-მ დღევანდელ სხდომაზე რეგისტრაციაში გაატრა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი (შემადგენლობა: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი, დავით კუჭავა) და მათ მიერ სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი - „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?“,- ნათქვამია ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ ცესკო-მ უარი თქვა საინიციატივო ჯგუფის მიერ შეთავაზებულ რამდენიმე სარეფერენდუმო საკითხზე.
"უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის შემდეგ შემადგენლობებსა და მათ მიერ შემოთავაზებულ სარეფერენდუმო საკითხებს:
- „თანახმა ხართ თუ არა ქართული ჯარის ნაწილები მსახურობდნენ საზღვარგარეთ?“ (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე);
- „უნდა გამოცხადდეს თუ არა დასაქმება ქვეყანაში გადასაჭრელ უპირველეს პრობლემად?” (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე);
- „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტი შედგებოდეს 61 (სამოცდაერთი) წევრისგან?” (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: თეიმურაზ ცისკარიშვილი, ბადრი კვირიკაშვილი, დავით კუჭავა, ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი);
- „უნდა ჰქონდეს თუ არა ამომრჩეველს მის მიერ არჩეული თანამდებობის პირის გამოწვევის უფლება?” (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: თეიმურაზ ცისკარიშვილი, ბადრი კვირიკაშვილი, დავით კუჭავა, ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი);
- ,,გინდათ თუ არა, რომ საქართველო გამოცხადდეს ნეიტრალურ (მიუმხრობელ) ქვეყნად?”. (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი);
- „თანახმა ხართ თუ არა პარლამენტი გადმოტანილ იქნას თბილისში?“ (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: თეიმურაზ ცისკარიშვილი, ბადრი კვირიკაშვილი, დავით კუჭავა, რევაზ ფახურიძე);
- „თანახმა ხართ თუ არა, რომ სკოლებში ისწავლებოდეს საგანი ,,მე და საზოგადოება?“ (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: თეიმურაზ ცისკარიშვილი, ბადრი კვირიკაშვილი, დავით კუჭავა, ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, რევაზ ფახურიძე);
- „თანახმა ხართ თუ არა პარტიებმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა 5 წლით შეაჩერონ თავიანთი საქმიანობა?” (საინიციატივო ჯგუფი შემადგენლობით: თეიმურაზ ცისკარიშვილი, ბადრი კვირიკაშვილი, დავით კუჭავა, ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, რევაზ ფახურიძე)",-ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
- კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამგლოვიარო პროცესია სიონისკენ მიემართება
- გამხნევდით, ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს - მსოფლიო პატრიარქი
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















