სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 14:25 | 23.03.2016
ნანახია: 1394

23 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 47 515 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 13,300 პროცენტით, მაქსიმალური 13,340პ როცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 13.336 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 14.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე