პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2015 წლის ანგარიშის მოისმენენ

საქართველო, თბილისი - 11:56 | 23.03.2016
ნანახია: 1390

ხვალ, 24 მარტს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში დაგეგმილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2015 წლის ანგარიშის მოსმენა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი კომიტეტებს გააცნობს 2015 წლის განმავლობაში მოქალაქეთა განცხადებების განხილვის, ჩატარებული ინსპექტირებების და გაწეული კონსულტაციის შედეგებს და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით საჯარო და კერძო სექტორში არსებულ მდგომარეობას.

განხილვა დაიწყება 11:00 საათზე (იურიდიულ კომიტეტში, სათათბირო ოთახი) და 14:00 საათზე (ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, ილია ჭავჭავაძის დარბაზში, მის: თბილისი, რუსთაველის გამზ. #8).  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე