ამერიკელი ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველო, თბილისი - 19:24 | 21.03.2016
ნანახია: 1521

ქართული კულტურა, კულინარია და ღვინო, ამერიკელი ბლოგერები საქართველოს შესახებ სტატიებს ამზადებენ. ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, პოპულარული ამერიკული სამოგზაურობლოგის "Travel the World" ავტორები: Katherine Belarmino და Romeo Belarmino საქართველოს ეწვივნენ. პრესტურის ფარგლებში ბლოგერებმასაქართველოს სხვადახვა კუთხეები მოინახულეს და გაეცნენ ტურისტულ პოტენციალს. ბლოგერებმა დაათვალიერეს, თბილისის, ყაზბეგის,ბორჯომის, ქუთაისი, გელათის, წყალტუბოს,მცხეთის, სიღნაღისა და ყვარლის ღირსშესანიშნაობები. მოწვეული ბლოგერები საკუთარიინტერნეტგვერდისა და სოციალური ქსელების გარდა სტატიებს სამოგზაურო ვებგვერდებზე johnnyjet.com-ში გამოაქვეყნებენ. ბლოგერები სტატიების დიდ ნაწილს დაუთმობენ ქართული კერძებისა და ღვინის მომზადების წესებს. 
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქარველოში იანვარ-თებერვალში საერთაშორისომოგზაურთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.2%-ით გაიზარდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე